მარსელოს პრეს-კონფერენცია

მარსელომ გამართა პრეს-კონფერენცია. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ის კმაყოფილი იყო კლუბის გუშინდელი თამაშით.

რას ფიქრობთ გუშინდელ თამაშზე?

მე ვფიქრობ, რომ გუშინ კარგი თამაში ვაჩვენეთ. გუშინ კლუბი კარგ ფორმაში იყო , მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება მუშაობა რამდენიმე საკითხის გასაუმჯობესებლად. ბურთის კონტროლი კარგად გამოგვდის, დაცვის ბიჭებიც კარგად თამაშობენ , მაგრამ სერიოზული წარმატებების მისაღწევად ეს საკმარისი არაა.

რას იტყვით მარცხენა ფლანგის უკანა მხარეზე?


ჩემი აზრით ამ მხრივ კლუბში შესანიშნავი მდგომარეობაა, სასიხარულო ისაა, რომ ერთმანეთთან ახალგაზრდები და გამოცდილები კარგად არიან შეწყობილნი. მე არ მიყვარს მომავალ ახალწვეულებზე საუბარი, ვამჯობინებ ვისაუბრო იმათზე , ვინც ამ ეტაპზე თამაშობენ კლუბის შემადგენლობაში.

ფიქრობენ თუ არა შენი თანაგუნდელები შესაძლო დანაკარგებზე?

ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და ესაა ერთადერთი , რაზეც დღესდღეობით ვფიქრობთ. გვსურს, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს.

რას ითხოვდა პელეგრინი კლუბისგან და ფეხბურთელებისგან პირველ თამაშში?

ბევრს სურდა ჩვენი პირველი თამაშის ხილვა. მწვრთნელმა გვთხოვა, რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი ისე, როგორც ამას ვარჯიშებზე ვაკეთებდით , ოღონდ უფრო მონდომებით. მას სურდა, რომ ჩვენ დავხმარებოდით ერთმანეთს.

გაოცებული ხართ თუ არა ბენზემას თამაშით?

მე პირადად არა, რადგან ის დიდი ფეხბურთელია და მას აქვს გოლის გატანის შესანიშნავი ალღო. მისი გადაცემებიც დიდ დახმარებას უწევს კლუბს.

ფიქრობთ თუ არა, რომ ის რონალდოს მსგავსია?

მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა. თქვენ ვერ შეძლებთ მათ შედარებას , ვინაიდან რონალდომ მოიგო ბევრი რამე. როცა კარიმი კარიერას დაასრულებს , მას შესაძლებლობა ეძლევა, რომ რონალდოს შეადარონ, მაგრამ იქამდე დიდი დროა და ამ ეტაპზე მათი შედარება ნაადრევია.

გსურთ თუ არა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში?

რა თქმა უნდა, მე ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ დავეხმარო მადრიდის რეალს, მაგრამ ამასთანავე მე ბევრს ვფიქრობ ეროვნულ ნაკრებზე, ვინაიდან ეს ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია.

გვითხარით რამე პელეგრინზე

ის ჩვენ ბევრს გვესაუბრება , ჩვენგან ითხოვს, რომ ინტენსიურად ვივარჯიშოთ კლუბის დასახმარებლად.

დაკომპლექტდება თუ არა კლუბი საბოლოოდ, როცა ალონსოს გადმოიყვანენ?


მე არ მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო. ეს კლუბიც შესანიშნავია და ვნახოთ, თუ ვინ შემოგვიერთდება მომავალში.

შეიცვალა თუ არა ფილოსოფია ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ?

ჩვენ თამაში კარგად გამოგვდის იმის წყალობით, რომ ცოტა განსხვავებულად ვვარჯიშობთ. ეხლანდელი ჩვენი სათამაშო სტილი განსხვავებულია , ჩვენ ეხლა უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბურთის კონტროლს და ბურთთან თამაშს.

მოხარულია თუ არა კლუბი კაკას გადმოსვლით ?

დიახ, ვინაიდან ყველამ ვიცით, თუ რაოდენ კარგი ფეხბურთელია იგი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც მადრიდის რეალისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია.

რას ფიქრობთ შემროკ როვერსზე?

როვერსი ღირსეული მოწინააღმდეგე იყო, ისინი მთელი თამაშის განმავლობაში კარგად თამაშობდნენ და ჩვენ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება, არის თუ არა ეს ტიტული კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი?

მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის თამაშია, რომელსაც მოცემულ კონკრეტულ დღეს თამაშობ. ყველა ტიტული მნიშვნელოვანია.

შეუძლია თუ არა კლუბს სამი ტიტულის მოგება მომდევნო სეზონში ?

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ამის მისაღწევად ვიბრძოლებთ კიდეც. ჯერ ძალიან ადრეა, ამიტომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ .


წყარო: realmadrid.com

  • shvela
  • 21 ივლისი 2009
  • 1 671
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)