კაზემირო: "საბრძოლველად დავბრუნდი"
კაზემირომ მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"თავს მშვენივრად ვგრძნობ. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და იმედი მაქვს მთელი სეზონი ასეთი ტემპით ჩაივლის. პრე-სეზონის დროს მატჩების მოგება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ფსიქოლოგიაზე. ახლა მთავარია ვარჯიში გავაგრძელოთ და შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადოთ."
"მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ კაზემირო დაბრუნდა და ბრძოლას აპირებს. "პორტოში" საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და მზად ვარ ჩემი უნარ-ჩვენები სამეფო კლუბს მოვახმარო."
"მინდა, რომ მადრიდის "რეალისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე. ვეცდები ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო და გუნდის წამყვანი ფეხბურთელი ვიყო."
Bernabeudigital.com
- 27 ივლისი 2015
- 3 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.