270 წუთში მხოლოდ ერთი გოლი
უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში პირველად არ გაჰყოლია იკერ კასილასი სამეფო კლუბს პრე-სეზონზე.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალის" ლეგენდაა. როდესაც კარში იკერი იდგა გუნდი იმედიანად იყო, რადგან იცოდნენ, რომ იკერი ყველაფერს იღონებდა მეტოქის დარტყმულის მოსაგერიებლად. წელს კი იგი "ბლანკოსის" კარში აღარ დგას.
მიუხედავად ამისა, რაფა ბენიტესმა იმედენად კარგი სათამაშო სქემა შეარჩია, რომ "თეთრების" კარის აღება ძალიან რთული ამოცანა გახდა. გუნდმა სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. 270 წუთის განმავლობაში მადრიდის "რეალმა" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ისიც თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან, რომელიც მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელებმა მოიპოვეს.
Bernabeudigital.com
- 27 ივლისი 2015
- 4 316
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.