ოდეგარი „ლევანტეში“ მიდის?
ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მარტინ ოდეგარის მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შანსი დღითიდღე იზრდება...
როგორც სჩანს, რაფაელ ბენიტესი მიხვდა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელი ძალიან ახალგაზრდაა და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რაც მომდევნო სეზონში მას მოაკლდება, აქედან გამომდინარე იჯარით წასვლა ოპტიმალური ვარიანტია.
მარტინის დამატებითი შოტლანდიური „სელტიკი“ ინტერესდება, მაგრამ რაფა თვლის, რომ ფეხბურთელი ესპანეთში უნდა დარჩეს და ლა ლიგას ალღო აუღოს, სწორედ აქედან გამომდინარე პერესი მხოლოდ „ესპანურ“ შემოთავაზებებს განიხილავს, თუმცა „სელტიკსაც“ არ ეუბნება მტკიცე უარს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მარტინმა შესაძლოა, „ლევანტეს“ მიაშუროს, რომელიც შარშან პრიმერადან გავარდნას გადარჩა, აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე ფიქრობს.
იჯარით პირობები ჯერ-ჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ვალენსიელები 1+1 კონტრაქტს შესთავაზებენ ახალგაზრდა შემტევს, რომლის მიხედვითაც ის 1 წლის მანძილზე „ლევანტეში“ ითამაშებს, მადრიდული კლუბის თანხმობის შემთხვევაში კი მეორე სეზონსაც იგივე კლუბში გაატარებს.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 26 ივლისი 2015
- 3 536
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.