მადრიდელთა მეოთხე ვიზიტი ჩინეთში
მადრიდის "რეალი" ჩინეთში პრე-სეზონის გასამართად მეოთხედ გაემართა.
სამეფო კლუბის არსებობაში (113 წელი), თეთრები პირველად ესტუმრებიან შანხაის. აქამდე მადრიდელები 2003, 2005 და 2011 წელს სტუმრობდნენ ჩინეთს. წლევანდელი ვიზიტი კი მეოთხე იქნება.
2003 წელი
მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდა "დრაკონის გუნდს". ეს მატჩი 2 აგვისტოს გაიმართა და თეთრებმა მეტოქე 0-4 დაამარცხეს. მაშინ თავი გამოიჩინეს მორიენტესმა (2), ფიგუმ და პორტილიომ. შემდეგი მატჩი 2003 წლის ტურნეში სამეფო კლუბმა "ჰონგ კონგთან" გამართა, რომელიც 4-2 იმარჯვეს. გოლების გატანა მოახერხეს რონალდომ (2), რაულმა და ფიგუმ.
2005 წელი
ორი წლის შემდეგ "მერენგები" კვლავ ეწვივნენ ჩინეთს. ამჯერად მათ ოტკიოს გუნდთან იასპარეზეს, სადაც "თეთრები" კვლავ გამარჯვებულები გამოვიდნენ (2-3). გოლების ავტორები: რაული, გუტი და ფიგუ.
2011 წელი
რაც შეეხება ბოლო ვიზიტს, მადრიდის "რეალმა" 2011 წელს განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ბლანკოსმა" ორი მატჩი გამართა და ორივე დაპირისპირებაში გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა: 1-7 და 0-6.
Realmadrid.com
- 26 ივლისი 2015
- 1 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.