„პსჟ“ კრიშტიანო რონალდუს ოფიციალურ შეთავაზებას უკეთებს
„უეფას“ 3 ივლისის გადაწყვეტილებით, ფრანგულ „პსჟ“-ს ფინანსური პრობლემები მოეხსნა და შეუძლია ფეხბურთელებში დიდი თანხების გადახდა, აქედან გამომდინარე ხელმძღვანელობამ მუშაობა დაიწყო...
ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ კრიშტიანოს აგენტს ოფიციალური წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში „შვიდიანი“ წლიურად 26 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტი კი 5 წლიანი იქნება.
ამასთანავე კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „პსჟ“ რონის სარეკლამო შემოსავლების მხოლოდ 15%-ს მოითხოვს, 85% კი თავად ფეხბურთელს დარჩება.
ალ ჰელაიფი ასევე მზად არის, რომ რონის ყველა საშემოსავლო გადასახადი თავად დაფაროს.
„პსჟ“ კრიშტიანოს მართლაც ზღაპრულს პირობებს სთავაზობს.
ასეთი პირობები არასდროს, არცერთი ფეხბურთელისთვის, არცერთ გუნდს არ შეუთავაზებია.
მადრიდის „რეალი“ კი საკმაოდ მიმზიდველ წინადადებას მიიღებს, რომელიც 120 მილიონიანი იქნება.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 26 ივლისი 2015
- 6 713
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.