ვან გაალს იმედი ეწურება?
„ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ, მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა დე ხეაზე ისაუბრა...
„ძალიან მინდა, რომ დავიდ დე ხეა დარჩეს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ამიტომ უკვე ვეღარ ვამბობ წავა თუ არა ესპანელი მეკარე.“
„კატალონიელთა წინააღმდეგ დავიდმა საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა.“
ამ განცხადების შემდეგ არაერთი გამოცემა ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უკან დაიხია. აქამდე ლუისს არასდროს უთქვამს, რომ დე ხეას წასვლის თუნდაც 1 % შანსი არსებობდა.
- 26 ივლისი 2015
- 5 134
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.