კოულმენი:„ბეილმა უდიდეს ზეწოლას გაუძლო“
„უელსის“ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კრის კოულმენმა გარეთ ბეილზე ისაუბრა...
„გარეთ ბეილი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. პრემიერლიგაში მიღებული გამოცდილება მისთვის ფასდაუდებელი იყო.“
„ვფიქრობ, ინგლისში თამაში ყველაზე დიდ ენერგიას მოითხოვს, ნახევარი სეზონის შემდეგ ფეხბურთელებს გადაღლილობა ეტყობათ. დიდი დაძაბულობაა ლა ლიგაშიც, მაგრამ არა ისეთი, როგორიც პრემიერლიგაში.“
„გარეთ ბეილმა უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლო, ის საკუთარი საქმის პროფესიონალია.“
„ვისურვებდი, რომ გარეთი კიდევ უფრო გაიხსნას და „ბლანკოსის“ ლიდერობა იტვირთოს, ის ესპანეთის დედაქალაქს არ დატოვებს.“
- 25 ივლისი 2015
- 3 400
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.