პერესს რამოსის გაშვება სურს
ესპანური გამომცემლობა მარკას ინფორმაციით, მადრიდის რეალის პრეზიდენტი სერხიო რამოსს იკერ კასილასის გზას გაუყენებს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ფლორენტინოს და რამოსს შორის უთანხმოებაა, ფეხბურთელი და ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. შესაბამისად, პერესი მზად არის რეალის მეორე კაპიტანი გაისტუმროს გუნდიდან. ცენტრალური მცველის გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე იგეგმება. დიდი ალბათობით სერხიო მანჩესტერ იუნაიტედში ამოყოფს თავს.
ჟურნალისტები ამ განცხადებას საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშების ხილვის შემდეგ ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, თეთრების ოთხიანმა არ მიიღო მონაწილეობა თასის აღნიშვნაში და გასახდელშიც არ შეხებია თასს.
- 24 ივლისი 2015
- 12 663
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.