ვან გაალი ვარანითაც დაინტერესდა
CaughtOffside-ს ინფორმაციით, ლუის ვან გაალი სერხიო რამოსის ალტერნატივაზე აქტიურად ამუშავდა. ინგლისური კლუბი ნიკოლა ოტამენდისთან ინტენსიური მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ არგენტინელთან ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება შეთანხმება...
როგორც სჩანს, ვან გაალს „რეალის“ ჯინი სჭირს და რომელიმე მცველის წაყვანა აქვს განზრახული.
სერხიო რამოსთან დაკავშირებით ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ვან გაალი კარგად ხვდება, რომ კაპიტანს „ბლანკოსი“ იოლად არ შეელევა, ამიტომ რაფა ვარანთან იწყებს მოლაპარაკებებს.
ინგლისელები ფრანგ მცველს წელიწადში 6.4 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც „მადრიდულ ხელფასზე“ გაცილებით მაღალია. ამასთანავე, ჰოლანდიელი სპეციალისტი, რაფაელს მეტ სათამაშო დროს პირდება, ვიდრე „რეალში“ აქვს.
- 23 ივლისი 2015
- 2 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.