1 ივნისიდან 21 ივლისამდე განხორციელებული ტრანსფერები
1 ივნისიდან 21 ივლისამდე განხორციელებული ტრანსფერები...
მადრიდის "რეალში" ყოველ წელს ხდება ხმაურიანი ტრანსფერები. ჯერჯერობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "სამეფო კლუბს" ასეთი მოთამაშე არც გაუყიდია და არც უყიდია. თუმცა კლუბი რამდენიმე მოთამაშემ უკვე დატოვა და მათ შორის მთავარმა მწვრთნელმაც.
1) დანილო - პორტუგალიურ კლუბიდან "პორტოდან" "ბლანკოსში" გადმოვიდა. მარჯვენა მცველი, რომელიც ძალიან კარგად ასპარეზობდა თავის ყოფილ გუნდში. მისი დებიუტი "რეალში" უკვე შედგა და მოედანზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ბრაზილიიური წარმოშობის ფეხბურთელმა გუნდის მაისურით ერთი თერთმეთმეტრიანიც შეასრულა "რომასთან" მატჩში.
2) კაზემირო - ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც გამოცდილებაც აქვს და ალბათ ძალიან საჭირო მოთამაშეც გახდება ძალიან მალე. ის "ბლანკოსში" პორტუგალიური "პორტოდან" არმოჩნდა. კაზემირო ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და ძალიან მალე შეუერთდება ავსტრალიაში მყოფ "რეალს".
3) დენის ჩერიშევი - ესპანეთის დივიზიონის კლუბ "ვილიარეალიდან" გადავიდა "სამეფო კლუბში" ამიტომ გამოცდილება ნამდვილად აქვს. დენისს ევალება ასისტების გაკეთება და რათქმაუნდა საჭირო მომენტებში გოლების გატანა. მართალია "ბლანკოსს" ბევრი ჰყავს მის პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელი, მაგრამ ძლიერი სათადარიგოთა სკამი ყოველთვის კარგია. შესაძლებელია სწორედ მან დაიკავოს სასტარტოში ადგილი, რადგან ძალზედ ტექნიკური მოთამაშეა.
4) ლუკას ვასკესი - ძალიან ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, რომლის დებიუტიც უკვე შედგა "სამეფო კლუბში". ბევრი უკვე ცუდად ფიქრობს მასზე და ამბობს, რომ ტყუილ-უბრალოდ შეძენილი ფეხბურთელია. იმედია ის ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს და დაამტკიცებს, რომ მართლაც შეუძლია ითამაშოს იმ დონეზე როგორც შეეფერება "რეალს". "ესპანიოლის" ყოფილმა მოთამაშემ პენალტი გააფუჭა სადებიუტო შეხვედრაში და სწორედ ამის გამო დამარცხდა "რომასთან" "ბლანკოსი".
5) კიკო კასილია - "რეალის" ჯერჯერობით საბოლოო ტრანსფერი, რომელიც განახორციელა. ფეხბურთელი არის გოლკიპერი "ესპანიოლიდან", რომელიც გამოცდილებით ნამდვილად დაიკვეხნის. ძალიან ნიჭიერი კარის დარაჯი, რომელიც იმედია გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ "რეალმა" 5 მოთამაშე შეიძინა უკვე გაუშვა 3 ფეხბურთელი, რომელთა წასვლაც ნამდვილად გულდასაწყვეტია. ზოგს შეიძლება გახარებოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ სამივე იმსახურებდა "ბლანკოსში" დარჩენას.
1) ხავიერ ერნანდესი - მოთამაშე, რომელიც არენდის წესით იყო "რეალში". ის ეკუთვნოდა "მანჩესტერ იუნიატედს" და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო მისი გამოსყიდვის შესახებ, თუმცა ეს საბოლოოდ ასე არმოხდა. ჩიჩარიტო "ბლანკოსმა" არ გამოისყიდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისი გუნდიდან გაუშვა.
2) სამი ხედირა - გერმანელი გამოცდილი ნახევარმცველი, რომელიც დიდი ხნის მანძლზე თამაშობდა მადრიდულ გუნდში. ის საბოლოოდ წელს წავიდა "ბლანკსოიდან" და მისი მომავალი კლუბი გახდა ტუნრირის "ივენტუსი". ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი იტალიური გრანდი, რომელთან იმედია წარმატებებს მიაღწევს.
3) იკერ კასილასი - "რეალის" ლეგენდა! მის აღსაღწერად სიტყვები არ მყოფნის! ძალიან ძლიერი კიპერი, რომელიც მგონი არასოდეს დაბერდება! ის სულით მადრიდისტად დარჩება ჩემს გულში და არამარტო ჩემში! სამწუხაროდ იკერი "პორტოში" გადავიდა სადაც იმედია წარმატებებს მიაღწევს.
ვინ იქნება შემდეგი?
- 22 ივლისი 2015
- 7 614
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.