ხესუს ნავასი: "რამოსი მხოლოდ "რეალზე" ფიქრობს"
მანჩესტერ "სიტისა" და მადრიდის "რეალს" სულ მალე მოუწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება. ამ მატჩში ერთმანეთს მეტოქეების რანგში დაუპირისპირდებიან სერხიო რამოსი და ხესუს ნავასი. ესპანელმა ნახევარმცველმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.
"სეზონი ახლოვდება. ყველა გუნდი ცდილობს რაც შეიძლება კარგი პრე-სეზონი ჩაატაროს. დაგეგმილია ამხანაგური მატჩები, რაც ძალების მოკრებაში აუცილებლად დაგვეხმარება. ყველანი პოზიტიურად ვართ განწყობილნი."
"სერხიო რამოსი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჩვენ ერთად ვთამაშობდით "სევილიაში". მასთან არაერთი კარგი მოგონება მაკავშირებს. იგი იდეალური ფეხბურთელი და პერსონაა. მოხარული ვარ მასთან დაპირისპირება რომ მომიწევს. მადრიდის "რეალი" ძლიერი გუნდია და სწორედ ასეთი ამხანაგური მატჩები გვჭირდება ჩვენ."
"მე და სერხიომ ერთად დავისვენეთ და შემიძლია გადაჭრით განვაცხადო, რომ იგი მხოლო სამეფო კლუბზე ფიქრობს და ფოკუსირებულია თავის გუნდზე. რაც შეეხება იკერ კასილასს, მან გადაწყვეტილება მიიღო და ვერავინ იტყვის სწორი იყო თუ არა ესპანეთის ნაკრების კაპიტანი. იგი უბრალოდ უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ფეხბურთის თითოეული გულშემატკივრისგან."
Marca.com
- 21 ივლისი 2015
- 3 237
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.