დე ხეას „მანჩესტერში“ დარჩენა გადაწყდა
მადრიდის „რეალსა“ და მანჩესტერ „იუნაიტედს“ შორის მრავალმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გარკვეული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რომლის მიხედვითაც ესპანელი მეკარე 90% „იუნაიტედში“ დარჩება...
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კეილორ ნავასს პირველი ნომრიანი მაისური უბოძა, კიკო კასილიას კი 13.
პერესმა დავიდ დე ხეასთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც, დავიდი 2016 წელს „მანჩესტერს“ დატოვებს და „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ვან გაალი კიპერს არაფრის დიდებით არ შეელია, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მილიონ ევრომდე დაკარგა, თუმცა „იუნაიტედს“ კიდევ აქვს დრო. ახლა უკვე „რეალის“ პრეზიდენტი იმყოფება პრივილეგირებულ სიტუაციაში.
- 19 ივლისი 2015
- 8 740
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.