კასილია:„ჩემთვის „რეალში“ დაბრუნება დიდი პატივია“

სამეფო კლუბის ახაწლვეულმა, ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ მისცა...

კიკო გილოცავთ, თქვენ სახლში დაბრუნდით...

დიდი მადლობა. ეს მართლაც განსაკუთრებული გრძნობაა. წლების შემდეგ კვლავაც დავუბრუნდი მშობლიურ კედლებს.

თქვენ მადრიდის „რეალში“ 14 წლის ასაკში მიხვედით, მაშინ 2000 წელი იყო, ახლა კი 15 წელი გავიდა და ისტორია მეორდება...

დიახ, ეს მართლაც საამაყოა. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი „ბლანკოსის“ მთავარ გუნდში თამაშზე, ვინაიდან ეს გუნდი პირველია. ცხოვრება არაერთ სიურპრიზს გვიმზადებს, დღეს მე ბედნიერი ადამიანი ვარ.

თქვენ ძალიან კარგად იცნობთ „რეალის“ აკადემიას?

რა თქმა უნდა. ზუსტად ვიცი რა ხდება ახალგაზრდა მადრიდისტების თავს. უდიდესი გამოცდილება მივიღე, წლების მანძილზე განვვითარდი, შემდეგ კი სხვა კლუბებისკენ ავიღე გეზი. ახლა კვლავაც სახლში ვარ.

„ესპანიოლში“ შესანიშნავი შედეგები აჩვენეთ. თქვენ გახდის მეკარე, რომელმაც ყველაზე მეტჯერ იხსნა საკუთარი კარი...

დიახ, დიდი პატივია, რომ ბევრჯერ მოვახერხე კატალონიური კლუბის კარის გადარჩენა. ესპანეთის ნაკრებში გამომიძახეს, რაც სასიხარულო ინფორმაცია იყო, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე ვარ და ვაპირებ უკეთესი შედეგების ჩვენებას და ადგილის დაბევებას, როგორც მადრიდში, ასევე ესპანეთის ეროვნულ გუნდში.

პირველივე ინტერვიუში განაცხადეთ, რომ „რეალს“ უარს ვერ ეტყოდით...

გეთანხმებით. „ბლანკოსი“ ჩემი კლუბია. როდესაც გავიგე, რომ ფლორენტინო პერესი ჩემ კანდიდატურას განიხილავდა, მაშინვე განვაცხადე, რომ მზად ვიყავი დედაქალაქში დასაბრუნებლად. „რეალი“ ჩემთვის უცხო გუნდი არ არის, აქ გავიზარდე და უდიდესი გამოცდილება მივიღე. ახლა მზად ვარ, ვიბრძოლო, მოვისმინო მწვრთნელის დარიგებები და კიდევ უფრო მეტად გამოცდილი გავხდე.

რა არის თქვენი ყველაზე მთავარი დადებითი თვისება?

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობა და გაწონასწორებულობაა. ჩემთვის ამაღელვებელი არაფერია. როდესაც კარში დგახარ, უდიდეს პასუხისმგელობას გრძნობ, ამიტომ არ უნდა ანერვიულდე და საკუთარი ძალები ირწმუნო.

28 წლის ხართ, ასევე 100 მატჩზე მეტი ითამაშეთ ლა ლიგაში, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თქვენ კარგად იცნობთ ესპანურ ფეხბურთს...

დიახ, ასეა. ბოლო წლებში მწვრთნელები მენდობოდნენ და რეგულარულად მიწევდა მოედანზე ყოფნა, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა დაპირისპირება მნიშვნელოვანია, თითოეულ თამაშში უფრო გამოცდილი ხდები.

პირველი მეკარეობა გსურთ?

ბუნებრივია. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში თამაში არ სურს. მიზანი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და მწვრთნელის ნდობის მოპოვებაა. იმედი მაქვს, მრავალ პაექრობაში მივიღებ მონაწილეობას.

მოგწონთ ბაზა?

თავისთავად. როდესაც ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, რომ „რეალში“ ყველა პირობაა იმისათვის, რომ განვითარდე. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, დაიხვეწა ტექნოლოგიები, სამეფო კლუბი კი დროს მიჰყვება, მეტიც, ასწრებს კიდეც.

ელით გულშემატკივრების მხარდაჭერას?

მე მადრიდელი ვარ. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი მადრიდულ პუბლიკას, აქედან გამომდინარე ანალოგიურს ველი. არამგონია ფანებს ჩემი საწინააღმდეგო რამე ჰქონდეთ.

რას ისურვებდით?

მსურს, რომ კარგ ფორმაში ვიყო, არ მივიღო ტრავმა, რადგან დაზიანება ყველა სპორტსმენს უქმნის პრობლემას. „რეალის“ გერბის ქვეშ თამაში დიდი პატივია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

მიზანი?

სამეფო კლუბს ყოველთვის სურს ტიტულები. იმედი მაქვს, „თეთრებთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას შევძლებ. „ლა დესიმა“ ყველა მადრიდისტამ იზეიმა, ახლა კი მეთერთმეტეს დროა.

  • Hala
  • 19 ივლისი 2015
  • 3 496
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)