მელბორნში მბრწყინავი ვარსვლავი - ისკო
მოგეხსენებათ ბენიტესის დებიუტი მადრიდის რეალში წარუმატებელი გამოდგა. თეთრებმა პიველივე მატჩი წააგეს რომასთან. პირველი ტაიმი ბლანკოსისათვის სრული კატასტროფა იყო, აი მეორე ტაიმში კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და სამეფო კლუბის თამაშში პერსპექტივა გამოჩნდა, რაშიც "დამნაშავე" იყო ისკო.
23 წლის ნახევარმცელი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ითხოვდა ბურთს, ანაწილებდა პასებს, თამაშობდა ერთი შეხებით. მოკლედ აკეთებდა ყველაფერს რაც უმაღლესი კლასის ნახევარმცველისგან მოითხოვება. ის მელბურნის ცივი ღამის ნათელი სხივი გახლდათ.
ბენიტესმა შეტევაში ცვლილებები შეიტანა, გადმოწია რა გარეთ ბეილი ცენტრისკენ, ხოლო ოდეგაარდი მარჯვენა ფლანგზე (სავარუდოდ მომავალში ამ პოზიციას ხამეს როდრიგესი დაიკავებს). თინეიჯერმა ნორვეგიელმა კვლავ დაანახა ყველას, რომ ნიჭიერია, მაგრამ ტალანტის სრულ რეალიზებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი. ბენზემა გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე იდგა, როდესაც ისკო და ხესე რომას მცველებისათვის გაუყუჩებელი თავისტკივილი იყვნენ.
კარგი ინფორმაცია მადრიდის რეალისათვის ის იყო, რომ თეთრება პენალტების სერიამდე კარი მშრალად შეინახეს. დაცვაში სტაბილურობა ყველაზე მეტად აკლდა გასულ სეზონში მადრიდის რეალს და რაფა ბენიტესმა მოახერხა ამ თავსატეხის გადაჭრა. მართალია, რომას შემტევებიც ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა მცველებს სერიოზული შეცდომა არ დაუშვიათ.
- 19 ივლისი 2015
- 5 130
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.