„სიტის“ ხელმძღვანელობა ავსტრალიაში პეპესთან შეხვედრა გეგმავს
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი მცველის, კეპლერ პეპეს შეძენით მანჩესტერ „სიტი“ ინტერესდება და 24 ივლისს ფეხბურთელთან შეხვედრას გეგმავს...
პეპეს აგენტი მადრიდის „რეალთან“ ერთად არ იმყოფება, მაგრამ ეს პრობლემებს არ ქმნის. ინგლისელებს თავად პორტუგალიელი ფეხბურთელის აზრი აინტერესებთ.
„ქალაქელები“ კეპლერის შეძენით უკვე ორი წელია ინტერესდებიან. თავიდან „სამიანის“ ფასი 30-იდან 35 მილიონ ევრომდე მერყეობდა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ფასი დავარდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პეპეს სანაცვლოდ ინგლისელები 16 მილიონ ევროს ჩამოდიან, ეს თანხა კეპლერის ასაკის ფეხბურთელისთვის პატარა ნამდვილად არ გახლავთ.
- 19 ივლისი 2015
- 2 528
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.