მზადება გრძელდება, გუნდში მატებაა
რაფაელ ბენიტესმა ვარჯიშები განაახლა. სამეფო კლუბის ფეხბურთელები კვლავაც დღეში 2-ჯერ ივარჯიშებენ და „სიტისთან“ მატჩისთვის მოემზადებიან...
კოლექტივში მატებაა. კაზემირო ავსტრალიაში ჩაფრინდა და გუნდს შეუერთდა, დღეს კი სრული დატვირთვა მიიღო.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისელებთან შესახვედრად მზად იქნება.
კეილორ ნავასი, პაჩეკო და იანიესი ჩავი ვალეროსთან ერთად ირჯებოდნენ, კიპერთა რიცხვს კიდევ ერთი კარის დარაჯი სულ მალე შეუერთდება, კიკო კასილია ავსტრალიაში გასამგზავრებლად ემზადება.
- 19 ივლისი 2015
- 5 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.