ბენიტესი: "გუნდი კარგად გამოიყურება"
რაფა ბენიტესმა პირველი ამხანაგური მატცის დასრულების შემდეგ პრეს კონფერენცია გამართა.
"პოზიტიურ განწყობაზე ვართ. ჩვენ გვქონდა შანსები, თუმცა ფეხბურთელება ისინი ვერ გამოიყენეს. ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი თამაში ვიხილეთ, თუმცა მომავალში უფრო გავუმჯობესდებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ ხუთდღიანი ვარჯიშის შემდეგ გამოვედით მინდორზე, ჩემი მოთამაშეების მიმართ პრეტენზიები არ გამაჩნია."
"ყველაზე კმაყოფილი ვარ გუნდის ბალანსირებით. მადრიდისტები კარგ პრესინგს თამაშობენ და დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოდნენ. ძლიერი და სუსტი მხარეები უკვე მოვინიშნე და მომდევნო ვარჯიშებზე ამ საკითხებს დავამუშავებთ."
"მცველებს ყურადღებით თამაში მოვთხოვე მატჩის დაწყებამდე და მათ ჩემი მითითებები პირნათლად შეასრულეს. მართალია კასილასი გამოგვაკლდა, თუმცა მე მირჩევნია ამჟამად ჩვენს შემადგენლობაში რიცხულ ფეხბურთელებზე ვისაუბრო. იკერის დაბრუნების შემდეგ ჩვენს გუნდს დიდი მომავალი აქვს. მისი გამოცდილება ნებისმიერ მეკარეს წაადგება."
Realmadrid.com
- 18 ივლისი 2015
- 5 577
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.