კიკო კასილია მშობლიურ კედლებს დაუბრუნდა
მადრიდის "რეალის" ბოლო შენაძენი, კიკო კასილია 2000-2007 წლების განმავლობაში სამეფო კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა.
კიკო კასილია: დაბადების თარიღი 02-10-1986. 2000-2007 წლებში იგი "ბლანკოსის" აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. თუმცა 2008 წლიდან კასილიამ "თეთრების" რიგები წავიდა. იგი 28 წლის ასაკში მშობლიურ კედლებს დაუბრუნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კიკო ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრიც გახლავთ.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პრიმერა დივიზიონში კასილიამ ყველაზე მეტი სეივი განახორციელა და ამ კომპონენტში საუკეთესო მეკარის როლი მოირგო.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კიკო მადრიდის "რეალს" ბრწყინვალედ იცნობს და მას დიდი შრომა დასჭირდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად. 2007 წელს კასილია "ესპანიოლში" გადავიდა და სწორედ იქ გაიგო ლა ლიგის "გემო".
2014 წელს ვისენტე დელ ბოსკემ იგი რამოდენიმეჯერ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში და საბოლოოდ მისი დებიუტი გერმანიის წინააღმდეგ ნოემბრის თვეში შედგა.
კარიერა:
"ნასტიკი" (2000)
მადრიდის "რეალის" აკადემია (2000-2005)
მადრიდის "რეალი" - "კასტილია" (2005-07)
"ესპანიოლი" B (2007-08)
"კადისი" (2008-10)
"კართაგენა" (2010-11)
"ესპანიოლი" (2011-15)
მადრიდის "რეალი" (2015- )
Realmadrid.com
- 17 ივლისი 2015
- 5 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.