სუპერ ლუკა
ჯერ-ჯერობით ბენიტესისთვის უცნობია, თუ რამხელა ძალას წარმოადგენს ლუკა მოდრიჩი. ესპანელი სპეციალისტის წინამორბედმა, კარლო ანჩელოტიმ კი შესანიშნავად იცის თუ რას ნიშნავს ხორვატი ნახევარმცველის ტრავმა და უთამაშებლობა.
რაფამ გადაწყვიტა ლუკა მოდრიჩი გახადოს თავისი გუნდის ფლეი მეიქერად. იგი ნახევარდაცვის ცენტრში დაიკავებს ადგილს ტონი კროოსის გვერდით და ლუკიტო იქნება უცვლელი ფიგურა, მნიშვნელობა არ აქვს გუნდი რომელი ტაქტიკით ითამაშებს, 4-2-3-1 თუ 4-4-2.
მადრიდის "რეალის" თავკაცმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ხორვატ ფეხბურთელთან. შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელთა "19"-ე ნომერი ბენიტესის მარჯვეა ხელი იქნება სტადიონზე. სწორედ იგი იქნება პირდაპირი ადრესატი დავალებების დროს.
Marca.com
- 17 ივლისი 2015
- 4 438
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.