ბენიტესი: "რამოსი რჩება , როგორც პრეზიდენტმა თქვა და ეს მე ძალიან მახარებს"
ბენიტესმა ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც წერტილი დაუსვა რამოსის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს განაცხადა რა, რომ ის გუნდის საყრდენი იქნება.
გუნდის განწყობა: "გუნდი ძალიან კარგ განწყობაზეა. ისინი დიდი პროფესიონალები არიან. ძალიან ინტენსიურად ვარჯიშობენ. ერთი სიტყვით რომ ვთქვა , ძალზედ კარგი ჯგუფია."
კასილასი: "პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მე დავურეკე, მას შემდეგ, რაც "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელი გავხდი, იკერ კასილასი იყო. ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტად იკერ კასილასს ვესაუბრებოდი. ბოლოს ჩვენ დავსხედით, სადაც მან მითხრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ და ვიცოდი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მან დაგვტოვა და მე მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, ვინაიდან, ის ამ კლუბის ცოცხალი ლეგენდაა. მძულს, როცა "მადრიდის რეალს" დაყოფილს ვხედავ. არ მიყვარს, როცა ასეთ საკითხებზე ბევრი არასაჭირო და უსაფუძვლო დებატები იმართება, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩემი მოვალეობაა ხალხს გავაგებინო, რომ "მადრიდის რეალს" ერთადერთი რამ სჭირდება და ეს ერთიანობაა. ყველამ ერთად უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი და მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში იმას, ვინც იკერ კასილასის ადგილს დაიკავებს. ტიტულები გვაქვს მოსაგები და ამისთვის უმთავრესი სწორედ ერთიანობაა."
რამოსის წასვლა: "ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გუნდმა ითამაშოს კარგად. ძალიან მომზადებული და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მყავს. არ არის ადვილი უკეთესი ფეხბურთელის პოვნა. რამოსი ბრწყინვალედ ირჯება. მე მომწონს მისი პროფესიონალიზმი და მონდომება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის აქ დარჩება და გააგრძელებს ჩვენთან კარიერას, რის გამოც , მე მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვარ. იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ბოლო დღეებში ვნახე , ის ბრწყინვალე კაპიტანი იქნება."
რამოსთან საუბარი: "მე რამოსს ვესაუბრე, როცა მადრიდში ვიყავით და მოვისმინე მიდი იდეები მომავალთან დაკავშირებით. ამ საკითხზე არც მაშინ და არც ეხლა არ გვისაუბრია. ჩემი მთავარი სამუშაო არის ის, რომ რამოსი კარგად გაისარჯოს და დაგვეხმაროს. მომავალს სერხიო რამოსთან ერთად ვხედავ, ვინაიდან თავისი მენტალობით და ლიდერობის უნარით, ის ამ გუნდის მთავარი საყრდენი უნდა იყოს."
დე ხეა: "ჩვენი ფეხბურთელი არ არის, სხვა კლუბს ეკუთვნის. მშვენიერი მეკარეები გვყავს და მათთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას."
ოდეგორი: "ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი. შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა ტექნიკამ, ფიზიკურად კარგად ვარჯიშობს, სისწრაფე აქვს, მონდომებაც და კონცენტრირებულიცაა ბოლომდე. მას აქვს შესაძლებლობა და აქვს საკმაოდ დიდი ძალა. ძალიან ახალგაზრდაა და უნდა გადავწყვიტოთ მომავალში რა იქნება, აუცილებელია, რომ მას სათამაშო დრო ჰქონდეს. ეხლა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ვაკვირდებით მის პროგრესს."
რომელი ფეხბურთელი მოსწონს ყველაზე მეტად: "ასეთი კითხვები ჩემს ქალიშვილს ან დედამისს დაუსვით და არა მე. ეს ძალიან რთული კითხვაა, რონალდუ, ბენზემა, ხამესი თუ ისკო? ყველა მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ მათ შორის არჩევნის გაკეთების პრობლემის წინაშე დავდგები მომავალში. მიყვარს ასეთი პრობლემები. ანალოგიური ვითარებაა დაცვაში და ცენტრში. გუნდური მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ."
მეკარეების პრობლემა, კასილასა და დე ხეას შესაძლო მოსვლა: "არ მაინტერესებს. გვყავს მეკარეები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე. კეილორი უკეთეს პოზიციაზეა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიდრე პაჩეკო და რუბენი. თუ სხვა მეკარე მოვა, მშვენიერი, გავაგრძელებ მასთან ერთად მუშაობას. ოპტიმისტი ვარ და მშვიდად ვგრძნობ თავს ამ მხრივ. კარგი გუნდი გვყავს და თუ კონკურენციას კიდევ გავზრდით მეკარის პოზიციაზე, შესანიშნავი იქნება."
შენაძენები: "კლუბი ადევნებს თვალს ბაზარზე არსებულ სიტუაციას, მაგრამ ვითარება საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ბევრი კარგი ფეხბურთელი მყავდეს. როცა ჩემს გუნდთან ერთად ვსხდებით, ვაანალიზებთ სიტუაციას. წინათ ეს უფრო ადვილი იყო, ვინაიდან არ იყო ბევრი გუნდი, რომელსაც შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობა ქონდა, ეხლა კი ძალიან ბევრია ისეთი გუნდი, რომელიც კარგდ ხელფასს იხდიან და შესაბამისად , ფეხბურთელების შეძენა არ არის ადვილი.ადრე ჩვეულებრივ შეგეძლო ფეხბურთელის შეძენა სხვა კლუბიდან. ეხლა ეს უფრო რთულია. რა თქმა უნდა, ვეცდებით გუნდის გაძლიერებას, მაგრამ დღეს ვნახეთ, რომ ესპანეთის U-19 და ასენსიო ევროპის საუკეთესოებს შორის არიან. ძალიან კარგი ბავშვები მოდიან. გარედან ყურებისას, ადვვილია იმის თქმა, რომ მათი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, მაგრამ ჩვენ მოგებები გვესაჭიროება. აუცილებელია ასეთი ბავშვების მოყვანა კონკურენციის გაზრდისთვის, მაგრამ მათთვის ადგილის გარანტირებულად მიცემა ადვილი არ იქნება."
ბეილი ცხრიანის პოზიციაზე და რონალდუ მარცხნივ: "წინასასეზონო მომზადებისას სხვადასხვა ვარიანტს გამოცდით. ჯერჯერობით ძირითად წყობაზე საუბარი საკმაოდ ნაადრევია და ვეცდებით სხვადასხვა ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე ვათამაშოთ."
რონალდუ: "მე მისი შეძენა მაშინ ვცადე, როცა "ვალენსიაში" ვიყავი. მოგვწონდა მისი თამაში, მაგრამ ჩვენთან მოყვანა ვერ შევძელით. როცა ის "იუნაიტედში" იყო, მუდამ პრობლემებს მიქმნიდა. ეხლა ყველაფერი მოგვარდა, ის ჩემთანაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ძნელია იმის თქმა, თუ ვინ არის საუკეთესო. ჩემი აზრით , კრიშტიანო, ბეილი, ბენზემა და ხამესი საუკეთესონი არიან."
წყარო: AS
- 17 ივლისი 2015
- 6 166
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.