„რეალმა“ სერხიო რომეროს სანაცვლოდ თანხა გამოყო
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა იტალიურ „სამპდორიას“, სერხიო რომეროს სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო შესთავაზა...
ესპანელი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თუ დე ხეას ამ ზაფხულს ვერა, მომდევნო ზაფხულს აუცილებლად იყიდის, ვინაიდან ესპანელს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი ეწურება, დედაქალაქურ კლუბთან კი წინასწარი შეთანხმება აქვს.
პერესი ფიქრობს, რომ თუ დე ხეას ამ სეზონში ვერ დაიმატებს, მხოლოდ კეილორის იმედზე ვერ იქნება, ამიტომ სერხიო რომეროს კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.
ჯერ-ჯერობით უცნობია არგენტინელი კარის დარაჯის პოზიცია.
- 16 ივლისი 2015
- 2 551
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.