L'Equipe: "თვით "მადრიდის რეალიც" როდია ყოველთვის ელეგანტური"

აღნიშნული სათაურით დაიბეჭდა სტატია ფრანგულ ყოველდღიურ გამომცემლობა L'Equipe-ში, სადაც გარკიტიკებულია "მადრიდის რეალის" პრეზიდენტის , კლუბის და გულშემატკივრების მიდგომები ლეგენდების მიმართ.

გუნდი: იკერ კასილასის მაგლითი

როცა შენი გაზრდილი "ბავშვი" ტოვებს სახლს, ბავშვი, რომელსაც მოგებული აქვს ამ კლუბთან ერთად ყველაფერი და რომელმაც პირველ გუნდში თექვსმეტი წელი დაჰყო, ხოლო შენ კი მისი პრესკონფერენციის დაწყებამდე უკვე "Unfollow"-ს უკეთებ მის პროფილს სოციალურ ქსელში, ეს ყველაფერი არ მეტყველებს იმაზე, რომ შენ რამე ღირებულებები გაგაჩნია. დიახ, სწორედ ასე მოიქცა "მადრიდის რეალი" და მისი სოციალური ქსელების ადმინისტრატორი, იკერ კასილასის მისამართით. ეს რომც არ ყოფილიყო, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე იკერ კასილასს კლუბის არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი თან არ ახლდა.

L'Equipe: "თვით "მადრიდის რეალიც" როდია ყოველთვის ელეგანტური"


პრეზიდენტი: ვისენტე დელ ბოსკეს მაგალითი

ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, ერთი საკონტინენტთაშორისო თასი, ერთი ევროპის სუპერ თასი, ორი ესპანეთის ჩემპიონობა და ერთი ესპანეთის სუპერ თასი: ეს ყველაფერი ვისენტე დელ ბოსკეს მონაგარია, რომელიც "მადრიდის რეალს" ედგა სათავეში, მაგრამ ფლორენტინო პერესის კლუბში მოსვლამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის მთავარი მწვრთნელიც: ის არც თანამედროვეა და არც გლამურული. 2003 წლის 24 ივნისს დელ ბოსკე ტელევიზიის საშუალებით იგებს, რომ კლუბი9დან განთავისუფლებულია. "მე ვფიქრობდი, რომ როცა ჩემი წასვლის დრო მოვიდოდა, ამის შესახებ ვალდანო მაინც შემატყობინებდა"-აცხადებს იმედგაცრუებული დე ბოსკე.

გულშემატკივრები: კრიშტიანო რონალდუს მაგალითი

"მადრიდის რეალის" შეიძლება ითქვას განსაკუთრებული გუნდია, ვინაიდან სხვა რომელიმე ნორმალურ კლუბში წარმოუდგენელია, როცა გულშემატკივრებს შეუძლიათ ტაშიც დაუკრან და შემდეგ კი უსტვინო ყოველსეზონურად 50-ზე მეტი გატანილი გოლის ავტორს. რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდუ შესაძლოა ცოტა ეგოისტიცაა, მაგრამ ბევრი კლუბის გულშემატკივარი ინატრებდა ასეთ ფორვარდს. აღნიშნულმა ქცევამ გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა თავის დროზე სამი ოქროს ბურთის მფლობელს.

კვლავ გულშემატკივრები: გუტის მაგალითი

2010 წელს კლუბის დატოვების დროს გუტიმ დიდი სიყვარული გამოხატა მადრიდული პუბლიკის მიმართ, მიხედავად ამისა, მასაც ჰქონდა ბევრი დაპირისპირება გულშემატკივრებთან. ყველაფერი კი განპირობებული იყო მისი სიყვარულით ღამის ცხოვრებისადმი. გუტიმ წლების გასვლის პარალელურად შეძლო საზოგადოების ყურადღების ქვეშ ყოფნისთვის თავის გართმევის სწავლა. "

წყარო: L'Equipe

  • shvela
  • 13 ივლისი 2015
  • 3 691
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)