იკერ კასილასი: "სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ბოლო ხმაზე ვიყვირებ Hala Madrid!"

დღეს კლუბს თავისი ლეგენდა დაემშვიდობა

"ჩემი მოსმენის შემდეგ ალბათ თითოეული თქვენგანი ცრემლად დაიღვრებით"-იხუმრა იკერმა პრესკონფერენციის დაწყებამდე. "ამ განცხადების წაკითხვას 30 წამზე დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ მე ერთი საათი მაინც მინდა"

"მადლობა თითოეულ თქვენგანს , რომლებიც ასეთ დროს ჩემს გვერდით ხართ. ამ დიდებულ სტადიონზე მოვედი იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს და განსაკუთრებით კი "მადრიდის რეალს" დავემშვიდობო. გუშინდელი დღიდან მე აღარ ვარ "მადრიდის რეალის" საკუთრება. "პორტოში" გადასვლა გადამაწყვეტინა იმ სიყვარულმა და სითბომ, რომელიც იმ გუდის პრეზიდენტიდან, მწვრთნელი ლოპოტეგისგან და მთლიანად გუნდისგან მოდიოდა და ასევე იმ სითბომ, რომლის მიღებაც დავიწყე მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ჩემი მეორე დანიშნულების წერტილი ამიერიდან პორტუგალია იქნებოდა. მე ეს ძალიან მიხარია და ალბათ დავიმსახურე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "პორტოს" იმედები არ გავუცრუო და ხელი შევუწყო ტიტულებისთვის ბრძოლაში. უდიდესი მადლობა "პორტოს" ჩემდამი გამოხატული ნდობის გამო."

"დადგა დრო, დავშორდე "მადრიდის რეალს" მას შემდეგ, რაც 25 წელი ვიცავდი ამ ფერს და მსოფლიოში საუკეთესო კლუბის ღირსებას. ძალიან რთული დღეა ჩემთვის, ვინაიდან მიწევს გამოვემშვიდობო კლუბს , რომელმაც მე ყველაფერი მომცა. ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს აქ გუშინ მოვედი, როგორც ბავშვი, პირველად მოვირგე ეს ფორმა და ავისრულე ოცნება. ამ ხნის მანძილზე გვიცინია, ბევრჯერ მიტირია, ბევრი მომიგია და ბევრიც წამიგია...ამ კლუბმა ჩამომაყალიბა, როგორც ადამიანი, დამეხმარა გაზრდაში და იმ ღირებულებების შეძენაში, როგორიცაა პატივისცემა, მეგობრობა და ყველაზე მთავარი, ადამიანობა. ვცდილობდი და მომავალშიც ვეცდები ეს ღირებულებები მუდამ თან მქონდეს, სადაც არ უნდა წავიდე. მახსოვს ყველა კოლეგა, ვისთანაც ერთად მომიწია თამაშმა, მათთან ერთად უნიკალური წუთები გავატარა და თითოეული მათგანი ჩემი დიდი ოჯახის წევრია. აქ ბრწყინვალე მეგობრებს ვტოვებ. მახსოვს ყველა მწვრთნელი, რომელთანაც ბავშვობიდან მიმუშავია, დაწყებული მასქუიტადან, რომელმაც მე გადამარჩინა, დასრულებული ჩემი ბოლო მწვრთნელით კარლო ანჩელოტით. თითოეული მათგანისგან და სამწვრთნელო შტაბისგან ბევრი რამე ვისწავლე, მათ მე პროფესიონალი გამხადეს, შემძინეს უდიდესი გამოცდილება...

"ბოლოს მინდა "მადრიდის რეალს" მივუძღვნა ჩემი სიტყვები. მადლობა შენ თავდაუზოგავი და დაუშრეტელი მხარდაჭერისთვის. მადლობა შენ, რომ დამეხმარე თითოეული თასის აღმართვაში, მადლობა შენ, რომ მომეცი აქ ყოფნის და შენი ღირსების დაცვის საშუალება, მიუხედავად იმისა, ვიყავი თუ არა იმ მომენტში კარგი ან ცუდი მეკარე. იმედი მაქვს, ხალხი დამიმხასოვრებს მე, როგორც კარგ ადამიანს, ჩემი შეცდომებითა და წარმატებებით. მადლობა, მადლობა, ათასი მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის. არასდროს არ დამავიწყდება ეს ყველაფერი და სადაც არ უნდა წავიდე, მუდამ იცოდე, რომ მე Hala Madrid-ის ყვირილს გავაგრძელებ ბოლო ხმაზე!"

"არ გემშვიდობებით, ვინაიდან მუდამ თქვენთან ვიქნები"

წყარო: AS, MARCA, RealMadrid.com

  • shvela
  • 12 ივლისი 2015
  • 18 532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)