მანჩესტერი რამოსს და ნავასს ითხოვს
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა კასილასის პორტოში გადასვლა, რეალი გაორმაგებული ძალისხმევით ცდილობს დე ხეას შეძენას.
სამეფო კლუბი კეილორ ნავასისა და პაჩეკოს იმედად არის დარჩენილი და აუცილებლად სჭირდებათ მაღალი კლასის კიპერის შეძენა. აღნიშნული მდგომარეობით სარგებლობს მანჩესტერ იუნაიტედი და დე ხეას ტრანსფერში კაილორ ნავასთან ერთად სერხიო რამოსის ჩართვას ითხოვს.
წითელ ეშმაკებს დიდი ხანია სურთ მადრიდელთა ვიცე-კაპიტნის (უკვვე კაპიტნის) დამატება და ამ შანსის გამოყენებას აპირებს. ინგლისელების შემოთავაზებაზე რეალმა მყისიერი უარი განაცხადა. პერესს მიაჩნია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დე ხეა, რამოსის დათმობის გარეშეც მოირგებს თეთრ ფორმას. რაზეც სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს მანჩესტერის აღმასრულებელ დირექტორს შერვუდს. დიდი ალბათობით დე ხეა თავის ამჟამინდელ გუნდს ამერიკულ ტურნეში გაჰყვება ორშაბათს.
- 12 ივლისი 2015
- 3 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.