ფობერტის ინტერვიუ
ფობერტის ინტერვიუ...
- როგორი შეგრძნება იყო მადრიდის "რეალში" გადასვლა?
მე მადრიდში გადასვლით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა. მე 1 თვის მერე კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ამის დამტკიცება ვერ შევძელი. მეგონა დიდ კლუბში გადავედი და მისი მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი, მაგრამ 50 წუთზე მეტი არ მითამაშია.
- შენი აზრით ვისი ბრალი იყო, რომ რამდენიმე წუთი ითამაშე თეთრებში?
მე არ ვიცი ეს ვის უნდა დავაბრალო? მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთელი რომელიც 6 თვეში 50 წუთი თამაშობს კარგ სანახაობას ვერ დადგამას.
- როგორი ურთიერთობა გქონდათ ხუანდე რამოსთან?
მე მასთან პრობლემები არ მქონდა.იგი აკეთებდა იმას რაც მისი აზრით სწორი იყო.
- შენი აზრით შენი შესაძლებლობები ამოწურე და მაინც არ გათამაშებდნენ?
რა თქმა უნდა. მე ყვალფერი გავაკეთე რაც შემეძლო მიუხედავად ამისა მაინც არ მათამაშებდნენ.
- შენ ხშირარად გაკრიტიკებდა ესპანური მედია...
დიახ, ესპანური მედია მე ხშირად მაკრიტიკებდა, თუმცა ამისთვის მზად ვიყავი რადგან ინგლისში ყველაზე უარესი კრიტიკაა.
- მადრიდში ვისთან მეგობრობდით ყველაზე მეტად?
ლასანა დიარა ,მარსელო, დრენტე, მიჩელ სარგადო... მიჩელ სალგადოსთან კონტაკტი მისი ბლეკბერნ როვერსში გადასვლის შემდეგაც მქონდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე მეტად ლასანა დიარასთან ვმეგობრობდი.
- მადრიდის "რეალში" ოდესმე დაბრუნებით?
ამაზე არ მიფიქრია, ასე რომ ვერ გეტყვით.
- შენი აზრით შანსი გაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის?
ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მე ახლა შემოთავაზებას ველოდები საფრანგეთისგან ან ალჟირისგან.
- ალჟირელი გახდი?
არა ჩემი ცოლი ალჟირელია მეც ცოტახანში მოქალაქეობას მივიღებ. საფრანგეთში მხოლოდ ამხანაგური მატჩები მაქვს ჩატარებული.
ინფორმაციის წყარო:AS.COM
- 8 იანვარი 2010
- 2 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.