ტოტალური ზეწოლა კიკო კასილაზე
"ესპანიოლი" თავისი გოლკიპერის სანაცვლოდ 6,5 მლნ. ევროს და მარკო ასენსიოს ითხოვს.
"მადრიდის რეალი" საკმაოდ გააქტიურებულია მეკარის ძიების ფრონზე. გარდა იმისა, რომ ის თავს არ ზოგავს დე ხეას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადმოსაბირებლად, "თეთრები" ცდილობენ მეორე ფრონტზეც იბრძოლონ. საქმე ეხება "ესპანიოლის" მეკარე კიკო კასილასს, რომელან დაკავშირებით "მადრიდის რეალმა" უკვე მიმართა კატალონიურ მხარეს ოფიციალური წინადადებით, რაზეც უარი მიიღო.
"თეთრების" დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი ესაუბრა "ესპანიოლის" პრეზიდენტ კოლეტს და მას მეკარის სანაცვლოდ 4 მლნ. ევრო შესთავაზა, ხოლო კასილიას უფლებების 50% კვლავ "ესპანიოლის" მფლობელობაში რჩებოდა. კოლეტმა აღნიშნულ წინადადებაზე მაშინვე უარი განაცხადა.
მოლაპარაკებები გუშინ კვლავ განახლდა. "ესპანიოლი" 6,6 მლნ. ევროსა და მარკო ასენსიოს სანაცვლოდ აპირებს შეელიოს თავის მეკარეს. რაფა ბენიტესისა და "მადრიდის რეალისთვის" აღნიშნული წინადადება სავსებით მისაღებია. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტრანსფერი დღეს განხორციელდება და კასილა "მადრიდის რეალთან" ერთად გაემგზავრება ავსტრალიის ტურნეში. საიმედი წყაროები იტყობინებიან , რომ "მადრიდის რეალი" დაიმუქრა, თუ ტრანსფერი დღეს ან ხვალ არ განხორციელდება, ის სხვა მეკარის ძიებას დაიწყებს.
წყარო: Sport.es
- 10 ივლისი 2015
- 4 011
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.