კასილასი დღეს კლუბთან ერთად ივარჯიშებს

სიტუაცია კვლავ დაძაბულია, გუნდის კაპიტანი ჯერჯერობით კვლავ "მადრიდის რეალის" ფეხბურთელად რჩება. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას კლუბი დღეს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოქმედი კაპიტანი გუშინ საღამოს ფლორენტინო პერესთან შეხვედრაზე მივიდა.

კასილასის "პორტოში" ტრანსფერმა გუშინ დრამატული განვითარება ჰპოვა. საქმე იმაშია, რომ გუშინდელ დღემდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კლუბი კაპიტნის გაშვებას და ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებას დღეს გეგმავდა. დღესვე იგეგმებოდა კაპიტნის გაცილების ცერემონიაც, რომელსაც კლუბის დირექტორატი, საპატიო წევრები და ფეხბურთელები უნდა დასწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიება "ბერნაბეუზე" უნდა გამართულიყო, მაგრამ ყველაფერი ადგილობრივი დროით 18:45 საათზე შეიცვალა, როცა კაპიტანი ვალდებაბასზე მივიდა და სხვა ფეხბურთელებს შეიერთდა. იქ იკერი პირველად დაელაპარაკა რაფა ბენიტესს, რომელიც მისი მთავარი მწვრთნელი იქნება მომდევნო თვეების მანძილზე.

იკერს თავი მშვიდად ეჭირა და რამოსსა და პეპეს ესაუბრებოდა ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა და არც იგეგმება, რომ მოხდეს. დღეს დილით, როგორც თქვენთვის ცნობილია, "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმებაც უნდა გაიარონ, სადაც იკერ კასილასსაც ელიან . აღნიშნული შემოწმების შემდეგ კი სამწვრთნელო ვარჯიში ჩატარდება, სადაც ასევე იქნება იკერი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართალია "მადრიდის რეალს" მწვანე აქვს ანთებული კასილასის წასვლისთვის, მაგრამ მოლაპარაკებები პორტუგალიურ მხარესთან საგადასახადო საკითხების გამო ჩიხშია შესული.

წყარო: AS.

  • shvela
  • 10 ივლისი 2015
  • 2 548
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)