დანილოს პრესკონფერენცია
"მადრიდის რეალის" ახალწვეული ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
"დღე მშვიდობისა, ესპანური ენა საკმარისად ვიცი, ასე რომ თქვენთან საუბარი არ გამიჭირდება. დღეს მე ოცნებები ავისრულე."
დანიელ კარვახალი და ალვარო არბელოა: "ჩემი აზრით, სამი კვალიფიციური ფეხბურთელი ყოლა ერთ პოზიციაზე , კლუბისთვის საკმაოდ კარგია . ჩემს გარდა ამ პოზიციაზე ორი საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, ის ითამაშებს. ეს კლუბს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება"
"პორტოში" გატარებული დრო: "უნიკალური გამოცდილება მივიღე პორტუგალიაში, "პორტოში" ძალიან ბედნიერი ვიყავი და იქაურობას ვერასდროს ვერ დავივიწყებ, მაგრამ დღეს მე ახალი კლუბის წევრი ვარ"
ყველაზე ტიტულოვანი კლუბი: "ძალიან ბედნიერი ვარ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვედი და აღფრთოვანებული ვარ ამით. ესაა ერთადერთი კლუბი მსოფლიოში, რომელსაც ათი ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს მოგებული, აქ იძულებული ხარ, რომ მუდამ მოტივირებული იყო ჯილდოების მოსაგებად."
რჩევები კასილასს "პორტოში" გადასვლამდე: "კასილასზე რასაც საუბრობენ, ეგ მხოლოდ ჭორებია. კასილასმა ამ კლუბში თავისი ისტორია შექმნა და მე ამაზე სასაუბროდ ნაკლებად გამოვდგები."
მუხლის ტრავმა: "ბრაზილიაში ყოფნისას ვითხოვე შვებულება მუხლის ტრავმისგან თავის დასაღწევად, ჩემი მიზანი იყო, რომ "მადრიდის რეალისთვის" სრულ მზადყოფნაში ვყოფილიყავი, ვინაიდან რაც შეიძლება მალე შევგუებოდი ახალ კლუბს , ახალ ფილოსოფიას, ახალ სტილს და ახალ ქალაქს."
ნეიმარი: "ნეიმარი დიდებული მეგობარია და მუდამ ვსაუბრობდით ჩვენს გუნდებს შორის არსებულ მტრობაზე. მოუთმენლად ველოდები მის წინააღმდეგ თამაშს."
სათამაშო პოზიცია: "მწვრთნელთან ბევრი არ მისაუბრია, ჯერ არ ვიცი რა პოზიციაზე მომიწევს თამაში, მაგრამ მზად ვარ ვითამაშო იქ, სადაც კლუბს დასჭირდება."
კიდევ ერთხელ კასილასზე: "კასილასს მე ვერანაირად ვერ მივცემ რჩევას."
შედარება კაფუსთან: "არამარტო ჩემთვის, არამედ სრულიად ბრაზილიასთვის , კაფუ მისაბაძი მაგალითია, ის ერთ-ერთია ჩემს კუმირებს შორის. როგორც წესი, თავს არასდროს არავის არ ვადარებ, ვინაიდან მე მაქვს განსხვავებული ნიშა და ვფიქრობ, რომ დანილო ეს დანილოა და მეტი არავინ სხვა."
"მადრიდის რეალის" ალვეში: "ალვეში დიდებული ფეხბურთელია . მე მინდა "მადრიდის რეალის" დანილო ვიყო, არ მიყვარს შედარებები და არ მინდა ამის გაკეთება. მინდა გამორჩეული ვიყო და მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი თვისებები."
რამოსის წასვლა: "როგორც სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი რამოსის გადასაწყვეტია. მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვიტყვი."
უტიტულო სეზონი: "ვფიქრობ, ცოტა უცნაური სეზონი იყო. მომდევნო წელს "მადრიდის რეალი" აუცილებლად მოიგებს ტიტულებს, ვინაიდან ეს დიდი კლუბია და მას ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავს."
კლუბის დაფასება: "იმ ძალისხმევისთვის, რომელიც კლუბმა გასწია, თავს დაფასებულად ვგრძნობ, ასე რომ ეხლა დროა, დავუფასო კლუბს ის შრომა, რაც ჩემს აქ მოყვანაში ჩადეს."
ადაპტაცია: "ბენიტესის სისტემასთან ადაპტაციის პრობლემა არ მექნება, ვინაიდან მიყვარს ბევრი მუშაობა, მიყვარს , როცა მთხოვენ საქმის შესრულებას და ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს."
გულშემატკივრები: " "პორტოს" გამორჩეული გულშემატკივრები ყავს, ისინი ძალიან თბილები და ძალზედ მომთხოვნები არიან. იქ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, იმედი მაქვს, "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებსაც თავს შევაყვარებ...მათი მხარდაჭერა აუცილებელია წარმატებისთვის"
მომდევნო სეზონის მიზნები: "ჩვენ მომდევნო წელს ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება"
"ისინი საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თავიანთ პოზიციაზე საუკეთესონი, მინდოდა მათთან ერთად თამაში, ვინაიდან საუკეთესოებთან ერთად თამაში უფრო მარტივია."
- 9 ივლისი 2015
- 2 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.