ფლორენტინო: "დე ხეა? ყველაფერი მოგვარებულია. რამოსი? პრინციპში რჩება"
Peña Casa Madridista-ს Facebook-ის გვერდზე დაყრდნობით MUNDO DEPORTIVO ავრცელებს სენსაციურ ინფორმაციას.
"მადრიდის რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დე ხეასა და სერხიო რამოსთან დაკავშირებით საჯაროდ არაფერი არ უთქვამს, ხოლო პირად საუბრებში კი აცხადებს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. ერთ-ერთი ასეთი პირადული საუბრის შინაარს Peña Casa Madridista-ს Facebook-ის გვერდზე დაყრდნობით MUNDO DEPORTIVO ავრცელებს
ყატარში ვიზიტასას, ფლორენტინო პერესი შეხვდა მოჰამედ ამორს, რომელიც Peña Casa Madridista-ს საპატიო წევრია და ამავდროულად ალ ჯაზირას საინფორმაციო ამბების დეპარტამენტის დირექტორიცაა და მასთან საუბარში დე ხეასა და სერხიო რამოსზე ილაპარაკა:
"დე ხეას ტრანსფერი უკვე დასრულებულია"
ხოლო როცა პრეზიდენტს ჰკითხეს სერხიო რამოსის მომავალთან დაკავშირებით, მან შემდეგი რამ განაცხადა:
"ჯერჯერობით არ ვიცი, პრინციპში დარჩება"
ბოლოს ფლორენტინოს ვიდალთან დაკავშირებით სთხოვეს ორიოდე სიტყვის თქმა, რაზეც მან განაცხადა, რომ ვიდალი "სამეფო კლუბში" არ ითამაშებს/
წყარო: MundoDeportivo.com
- 9 ივლისი 2015
- 7 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.