25 წელი "რეალში", 25 გამორჩეული მომენტი!

1) პირველი ნაბიჯები მადრიდში, 1990/91 წლებში. მაშინ იკერი, ჯერ კიდევ 9 წილსა იყო.

2) განვითარების ყველა ეტაპი. იკერი ზრდასთან ერთად სახელსაც იხვეჭდა და ტიტულებსაც იგებდა, ახალგაზრდა ასაკში.

3) პირველი გამოძახება ძირითად გუნდში. კასილასი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანეს, 16 წლის ასაკში.

4) პირველი ტიტული. 1998 წლის 1 დეკემბერი. ინტერკონტინენტალის თასი, ძირითად შემადგენლობაში, თუმცა უშუალოდ თამაშის დროს იკერი სათადარიგოზეც კი არ მჯდარა.

5) დებიუტი პირველ გუნდში. 1999 წლის, 1 ოქტომბერი, სან მამესი. იკერი გალხდათ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი მეკარე.




6) პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული იკერისთვის, ხოლო მეცხრე "რეალისთვის". იკერი ისტორიაში შევიდა, როგორ ლიგის ფინალების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, მეკარე.

7) 2000 წელს, იკერმა მოიგო საუკეთესო 21 წლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული. იტალიური "Guerin Sportivo's Bravo Award"-ის მიხედვით.

8) პირველი ლა ლიგის ტიტული. იკერმა 34 მატჩი ჩაატრა 200/01 წლებში, რის შემდეგაც "რეალმა" 29-ე ლა ლიგის ტიტული მოიპოვა.

9) ბრძოლა სეზარ სანჩესთამ, 2001/02 წლებში, როდესაც ვისენტე დელ ბოსკემ იკერის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

10) გლაზგოს გმირი! 2002 წლის 23 მაისი. იკერმა სეზარი შეცვალა 68-ე წუთზე, რის შემდეგაც რამდენიმე დიდებული სეივი დადო და გმირიც გახდა.



11) "მე არ ვარ "გალაქტიკო", მე მოსტელოსიდან ვარ." იკერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა.

12) ზამორას ტიტული. იკერმა აღიშნული პრიზი 2007/8 წლებში აიღო, მეკარე, რომელმაც ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა, ლა ლიგაში.

13) 2010/11 წლებში, იკერი "რეალის" კაპიტანი გახდა. რაულის წასვლის შემდეგ.

14) ისტორიული სეივი სევილიასთან. იკერმა პეროტის საოცარი ბურთი აუღო.



15) პირველი კოპა დელ რეის ტიტული. 2011 წელს, ბარსელონას წინააღმდეგ, მესტალიაზე.

16) 2011/12 წლები. "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. და აი, გაისმა იკერის ზარი, ხავისთან, რათა ყველაფერი მშვიდობიანად მოეგვარებინა.

17) სერიოზული ტრამვა "ვალენსიასთან". რის შემდეგაც ძირითადი ადგილი დიეგო ლოპესმა დაიკავა.



18) 2012/13 წლები. იკერი სერიოზულ კრიზისს განიცდიდა. ამას დაემატა კონფლიქტი მოურინიოსთან.

19) ბრძოლა დიეგო ლოპესთან. კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა, რომ ლოპესი ლა ლიგაში იმეკარევებდა, ხოლო იკერი ლიგაზე და თასზე.

20) იკერი საუკეთესო მატჩი. 2007/8 წლები, 34-ე ტური, "ბილბაოს ატლეტიკის" წინააღმდეგ.

21) სანატრელი "ლა დეციმა". იკერმა ლიგის თასი უკანასკნელად აღმართა, "რეალის" შემადგენლობაში.

22) "კალდერონზე" განცდილი საშინელი მარცხის შემდეგ, ფანები იკერს სტვენითა და შეძახილებით ხვდებოდნენ.

23) მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. იკერის ბოლო ტიტული, "რეალის" შემადგნელობაში.

24) ბოლო მატჩი. ლა ლიგა, 2015 წლის 23 მაისი, ხეტაფეს წინააღმდეგ.

25) ნახვამდის იკერ!



მომზადებულია Marca.com ის მიხედვით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)