სილვესტრი:„გამიხარდება, თუ რამოსი „მანჩესტერელი“ გახდება“
„მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელის, მიკაელ სილვესტრის განცხადებით, სერხიო რამოსის ინგლისში ჩასვლა დიდი ზეიმი იქნება...
„რამოსს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მივიჩნევ. მითამაშია ბრაუნთან, ვიდიჩთან, სტამთან, ლორან ბლანთან, დესაისთან და სხვებთან ერთად, აქედან გამომდინარე მისი ფიზიკური მონაცემები და ეფექტური თამაში არ მიკვირს, თუმცა ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ გენიალური ფეხბურთელია.“
„სამეფო კლუბის დატოვება იოლი არ არის, მაგრამ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს, დანარჩენი კი თავად ვიცე-კაპიტანზეა დამოკიდებული.“
“თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და რამოსი ინგლისისკენ აიღებს გეზს, ძალიან გამიხარდება.“
- 8 ივლისი 2015
- 1 308
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.