ფლორენტინო პერესმა „ჩელსი“ უარით გაისტუმრა
Daily Mirror-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ლონდონის „ჩელსის“ შემოთავაზება უარით გაისტუმრა...
რომან აბრამოვიჩს და ჟოზე მოურინიოს ისკო ალარკონის ყიდვა სურთ და ბიუჯეტიდან 28 მილიონი ევრო გამოყვეს, თუმცა ესპანელთა პრეზიდენტი კატეგორიულ უარზეა, რადგან ახალგაზრდა ნახევარმცველში უდიდეს მომავალს ხედავს.
სამეფო კლუბის დამრიგებელი, რაფა ბენიტესი ისკოს პატივს სცემს, ახალგაზრდა შუახაზელი დამრიგებლის გეგმებში შედის, აქედან გამომდინარე მისი ინგლისში გაყიდვა გამორიცხულია.
- 7 ივლისი 2015
- 8 118
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.