უკანასკნელი შემოთავაზება
იკერ კასილასმა რამდენიმე წუთის წინ ბოლო შემოთავაზება მიიღო.
ამჯერად საქმიანი წინადადებით პორტუგალიელებმა მიმართეს ფლორენტინო პერესს. "პორტუს" ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალის" კაპიტნის და ცოცხალი ლეგენდის შეძენას აპირებენ. მათი განცხადებით, ისინი მზად არიან იკერ კასილასს საუკეთესო პირობები და რაც ყველაზე მთავარია, მუდმივი სათამაშო დრო მისცენ ძირითად შემადგენლობაში.
მოგეხსენებათ, "ბლანკოსი" ძალიან ახლოს არის 25 წლის მეკარის, დავიდ დე ხეას გაფორმებასთან და თუ ეს გარიგება შედგება, იკერი იძულებული იქნება კლუბი დატოვოს. ესპანეთის ნაკრების კაპიტნით აგრეთვე დაინტერესებული არის ლონდონის "არსენალი", თუმცა უკანასკნელი შემოთავაზება კასილასმა სწორედ "პორტოსგან" მიიღო.
Bernabeudigital.com
- 6 ივლისი 2015
- 7 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.