მელხორ რუისი: "დე ხეას და "რეალის" გაერთიანება გადაწყვეტილია"
მელხორ რუისის განცხადებით, მადრიდის "რეალსა" და დავიდ დე ხეას შორის კომუნიკაცია უკვე შედგა და ესპანელი კიპერის მომავალი უკვე გარკვეულია.
"სამეფო კლუბი პარასკევს, 10 ივლისს დაუბრუნდება საქმეს. ბენიტესს რამდენიმე პრიორიტეტი ექნება, მათ შორის არის გუნდის ვიცე-კაპიტანიც, სერხიო რამოსიც."
"რაც შეეხება სატრანსფერო გარიგებებს, "თეთრები" განაგრძობენ კომუნიკაციას დე ხეასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ესპანელმა მეკარემ მანჩესტერ "იუნაიტედს" უკვე თხოვნით მიმართა, რათა მას მადრიდის "რეალში" გადაბარგების უფლება მისცენ. "წითელი ეშმაკები" დავიდს ვერ ელევიან და ცდილობენ იქნებ როგორმე კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნონ თავიანთი კარის დარაჯი, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ."
Bernabeudigital.com
- 6 ივლისი 2015
- 2 791
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.