დე ჰეა გაშვებას ითხოვს
ვან გაალი და დე ჰეა მანჩესტერში შეხვდებიან..
რგორც უკვე ვიცით, ესპანელი კიპერი დაბრუნდა ინგლისში, რათა შეურთდეს გუნდს წინა სასეზონო მოსამზადებელი ეტაპისათვის. სწორედ იქ იგეგმება ვან გაალისა და დავიდ დე ჰეას შეხვედრა. დიდი გამოსაცნობი არ არის რის თქმას აპირებს "მანჩესტერელთა" მეკარე მთავარი მწვრთნელისათვის, მას მადრიდიში გადმობარგება უნდა, თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი წინააღმდეგია.
დე ჰეა და მისი აგენტი უკვე აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ორივე მხარესთან და იმედოვნებენ, რომ "რეალის" შკრებაზე უკვე დე ჰეაც იქნება. თუმცა გარემოებას ერთი ფაქტორი ამძაფრებს, სერხიო რამოსის გამოჩენა "სცენაზე". მადრიდელებს მკაცრად გაწერილი გეგმა ჰქონდათ, დავიდის გადმოსაბირებლად, თუმცა რამოსმა ყველაფერი გაართულა, რამაც "წითელ ეშმაკებს" მადა გაუხსნა.
- 6 ივლისი 2015
- 3 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.