ვინ გახდება მადრიდის "რეალის" კაპიტანი?
სამეფო კლუბის კაპიტნის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
იკერ კასილასისა და სერხიო რამოსის წასვლის შემთხვევაში, უცნობია თუ ვინ მოირგებს კაპიტნის სამკლაურს. "ბლანკოსის" წინამძღოლობა მარტივი საქმე როდია. კაპიტნობა საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც გუნდის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელს და ნამდვილ მადრიდისტას ეკუთვნის.
ესპანურ გამომცემლობა Marca-ზე ჩატარდა გამოკითხვა. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვინ უნდა იყოს მადრიდის "რეალის" კაპიტანი (რამოსის და კასილასის წასვლის შემთხვევაში), კრიშტიანო რონალდო, თუ მარსელო?
გამოკითხულთა უმრავლესობა ბრაზილიელ მცველს ანიჭებს მხარს. მადრიდისტების 59.2% მარსელოს უცხადებს ნდობას. ხოლო 40.8% თვლის, რომ გუნდის კაპიტანი კრიშტიანო რონალდო უნდა იყოს.
Marca.com
- 5 ივლისი 2015
- 7 091
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.