პერესი სკაუტებს:„ყველაფერი გააკეთეთ აგუეროს შესაძენად“
როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესს კრიტიკის მიღება მობეზრდა და მეგა-ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა...
Ecodiario-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა საკუთარ წარმომადგენლებს დაავალა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს მანჩესტერ „სიტისთან“ მოლაპარაკება და კუნ აგუეროს გადაბირება.
გასაგებია, რომ რაფაელ ბენიტესი „ცხრიანის“ პოზიციაზე კრიშტიანო რონალდუს ხედავს, მაგრამ პერესის აზრით, გუნდს ტიპიური ფორვარდი სჭირდება, ამ როლს კი კარგად შეასრულებს არგენტინელი წინახაზელი, რომელმაც პრემიერლიგას კარგად აუღო ალღო და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლავთ.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს სერხიოს წარსული, ის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა, აქედან გამომდინარე ესპანეთის პრიმერა მისთვის უცნობი არ არის.
- 3 ივლისი 2015
- 4 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.