Tuttosport:„ლორენტე „რეალში“, ისკო „იუვენტუსში““
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს...
იტალიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, ამბიციებს ვერ იკმაყოფილებენ და ცდილობენ, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ.
პოგბას საკითხი ჯერ-ჯერობით კვალვაც ღიად რჩება, თუმცა „ბებერი ქალბატონი“ ნახევარმცველები დამატებაზე ზრუნავს. ერთ-ერთი მათგანი ისკო გახლავთ, ესპანელი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის ფავორიტია.
„იუვენტუსი“ მზად არის ფერნანდო ლორენტე დათმოს და ალარკონი დაიმატოს, საჭიროების შემთხვევაში კი ჯიბეც გაითხელოს გარკვეული თანხით.
ლორენტემ „მონაკო“ და „ტოტენჰემი“ უარით გაისტუმრა, მაგრამ მადრიდი სულ სხვა განზომილებაა.
- 3 ივლისი 2015
- 4 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.