პელეგრინი : მე კმაყოფილი ვარ !
მანუელ პელეგრინი კმაყოფილი იყო პირველი მოგებით შემროკ " როვერსთან "
როგორ აფასებთ ამ თამაშს?
მე ვფიქრობ ეს იყო ძალიან სასარგებლო და საჭირო თამაში. მე ვუთხარი გუნდს, რომ მოეხსნათ დაძაბულობა და ეთამაშათ სწრაფად. მე ვფიქრობ ჩვენ შევასრულეთ ეს.
პირველ ტაიმში არ იყო გახსნილი თამაში?!
ეს არ იყო ჩვენი მიზანი, ჩვენ ვმუშაობდით ფიზიკურ მონაცემებზე, ხოლო სისწრაფე დროის განმავლობაში მოვა.
შეიძლება ითქვას , რომ ბენზემამ კრისტიანო რონალდო დაჩრდილა?!
მე არ ვფიქრობ , რომ ბენზემამ გააკვირვა ყველა,ჩვენ ახლა ამაზე არ ვმუშაობთ.
რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად მომეწონა ის , რომ ჩვენ შევძელით ჩვენი მიზნის შესრულება, მე ასევე მომეწონა ფეხბურთელების ბურთთან მცირე შეხებით თამაში. მე არ შემიძლია გითხრათ რა არ მომეწონა ყველაზე მეტად , ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს სეზონის წინ, მე არ ვწუხვარ რაიმის გამო, ჩვენ ისევ გვაქვს დრო. ხოლო ეს კითხვა დამისვით 1 კვირით ადრე სანამ სეზონი დაიწყება.
ფიქრობთ თუ არა რომ თვის ბოლოს უკვე გეყოლებათ ჩამოყალიბებული შემადგენლობა?
მე არ მანერვიულებს დრო, ფეხბურთელებს კიდევ აქვთ დრო შემადგენლობის საბოლოო ჩამოყალიბებამდე.
ყოველთვის საჭიროა რომ მოიგო...
ეს ასეა,გუნდი ნელ-ნელა ხდება უფრო საიმედო. საბოლოო ანგარიშს დიდი მნიშვნელობა აქვს, მე მირჩევნია მოგვეგო 1:0 და არა 6:0 ყველა ბურთზე ბრძოლაში.
როგორი მოწინააღმდეგე იყო როვერსი?
ისინი იყვნენ გამოსადეგები, მათ გაიარეს სეზონის ნახევარი, ჩვენ თავს ვგრძნობდით შესანიშნავად მთელი კვირის განმავლობაში. ჩემი აზრით ჩვენ კარგად ვისარგებლეთ ამ ყველაფრით.
ინფორმაციის წყარო : RealMadrid.Com
სტატიის ავტორი : CampO
- 21 ივლისი 2009
- 3 511
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.