21 მილიონი ილარას სანაცვლოდ
ასიერ ილარამენდის რეალური მყიდველი ჰყავს.
მადრიდის "რეალის" ბასკი ნახევარმცველით უკვე დიდი ხანია "ლივერპული" ინტერესდება. "წითელბი" დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ ილარას და ახლა ბრიტანელები მზად არიან ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლად.
ასიერმა სამეფო კლუბში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და მას ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. "ლივერპულის" ხელმძღვანელობა მზად არის 21 მილიონი ევრო გადაიხადოს ილარამენდის სანაცვლოდ და მას სრული სათამაშო დრო შეჰპირდეს.
Goal.com
- 28 ივნისი 2015
- 7 167
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.