რამოსი - მაკელელეს, ოზილის და დი მარიას კვალდაკვალ
პერესი ტრადიციას არ ღალატობს და ყოველ წელს გუნდიდან ერთ ვარსკვლავს უშვებს.
2003 წელს მაკელელესთან მოპყრობის საკითხი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს ფლორენტინოს ტვინი. ნახევარმცველმა, რომელიც იმ პერიოდში საუკეთესოდ დასახელდა თავის პოზიციაზე, კლუბის პრეზიდენტს 1.8 მილიონიდან 3 მილიონამდე მოსთხოვა ხელფასის გაზრდა. ამ მოთხოვნის გამო კი პერესმა იგი გუნდიდან გაუშვა, რადგან მისი განცხადებით მადრიდის "რეალს" ფინანსები უნდა დაეზოგა.
მიუხედავად საკუთარი განცხადებისა, პერესმა შეიძინა დევიდ ბექჰემი, რომელსაც 6 მილიონი ევრო დაუნიშნა ყოველწლიური ანაზღაურება. აგრეთვე მან გადმოიბირა ლუის ფიგუ და ზინედინ ზიდანი. პერესმა მაკელელეს მისცა შანსი ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ეთამაშა, სადაც მან მხოლოდ 36 წუთი იასპარეზა, ხოლო შემდეგ 24 მილიონი ევროს სანაცვლო იგი "ჩელსიში" გადავიდა.
"ჩვენ გამოვემშვიდობეთ საკმაოდ ძლიერ ნახევარმცველს, მაკელელეს, თუმცა ნუ გავიწყდებათ, რომ დევიდ ბექჰემი შემოგვიერთდა. ჩვენ აღარც მაკელელე გვენატრება და აღარც მისი "სამმეტრიანი" პასები" - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
ამის შემდეგ იყო გაუმართლებელი სატრანსფერო გარიგებები, თუმცა მაკელელეს საქმიდან უკვე ათი წლის შემდეგ. პერესი ოზილს უშვებს "ბლანკოსიდან", რომელმაც 5 მილიონიდან 7 მილიონამდე მოითხოვა ხელფასის გაზრდა. პერესმა თითქოს აქაც ბიუჯეტი დაზოგა, თუმცა იმავე სეზონში მან გარეთ ბეილი გადმოიბირა (101 მილიონი), მესუთი კი "არსენალში" 45 მილიონის სანაცვლოდ გაუშვა.
იგივე განმეორდა დი მარიას შემთხვევაშიც. "ლა დესიმას" და საერთოდ ლისაბონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ერთ-ერთი გმირი, ანხელი კლუბს ტოვებს.კარლო ანჩელოტიმ თხოვა, რომ არგენტინელი ვარსკვლავი გუნდიდან არ "მიებრძანებინა", თუმცა უშედეგოდ.
As.com
- 26 ივნისი 2015
- 3 461
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.