ლისაბონის დაპირებები
სერხიო რამოსთან გამომშვიდობების საფრთხე მადრიდელთათვის სულ უფრო რეალური ხდება.
სამწუხაროდ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა სერხიო რამოსთან მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. მხარეები ერთმანეთს გახშირებული წესით ხვდებიან და დახურულ კარს მიღმა საუბრობენ. შეხვედრა სავარაუდოდ მადრიდელთა ვიცე-კაპიტნის უკმაყოფილებას და პრობლემის გადაჭრას ეხება, თუმცა SR4-მა გადაწყვიტა კლუბი დატოვოს.
მოხესენებათ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ რამოსმა შეიტანა, როდესაც ბოლო წამებზე შეძლო მატჩის ბედის შემობრუნება. ლისაბონის ისტორიული ფინალის შემდეგ პერესი მას დაპირდა, რომ ნებისმიერ სურვილს და ნებისმიერ მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა. გავიდა ერთი წელი და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი თავის სიტყვას არ ასრულებს. მან სერხიოს კონტრაქტს გადახედა და ანაზღაურების მომატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
Defensacentral.com
- 25 ივნისი 2015
- 6 912
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.