„მილანი“ რამოსში 57 მილიონს იხდის
გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო რამოსის შეძენაზე პრეტენზიას „მილანიც“ აცხადებს...
იტალიური კლუბი აღმშენებლობის გზაზეა, „როსონერიში“ საკმაოდ დიდი ცვლილებები იგეგმება.
ჭორების მიხედვით, „შავ-წითლები“ მიმდინარე სატრანფერო ფანჯრის დროს მინიმუმ 150 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებენ.
„მილანი“ რამოსზე პრეტენზიას 4-5 წლის წინაც აცხადებდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი ჩიხში შევიდა. ახლა კი ვიცე-კაპიტანმა შესაძლოა, მართლაც დატოვოს კლუბი.
იმ შემთხვევაში თუ თავად სერხიო იტალიაში წასვლას მოინდომებს, პერესისთვის ფავორიტი „როსონერი“ იქნება, ვინადან „რეალსა“ და „მილანს“ ყველაზე თბილი ურთიერთობა აქვთ.
იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ესპანელ ფეხბურთელში იტალიელები 55 მილიონს ჩამოდიან.
- 25 ივნისი 2015
- 3 747
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.