რამონ კალდერონი: "რამოსი "რეალში" ბედნიერი არ არის"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონიმ სერხიო რამოსის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" ბედნიერი ვერ იქნება, რადგან კლუბის პრეზიდენტმა მისი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყოყმანი დაიწყო. დავიცადოთ და დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ერთი რამ ფაქტია, მანჩესტერ "იუნაიტედს" აქვს იდეალური შანსი, ხელში ჩაიგდოს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი."
"სამწუხაროა იკერ კასილასისა და სერხიო რამოსის ამჟამინდელი მდგომარეობა. ორივე მადრიდული კლუბის სახეა. ისინი "ბლანკოსის" წარმატებისთვის მუდამ ბოლომდე იბრძოდნენ და ამას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო წუთებზე გატანილი გოლიც მოწმობს."
As.com
- 23 ივნისი 2015
- 5 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.