ბენიტესი: "არავის არ ექნება მკვეთრად გამოხატული სათამაშო პოზიცია"

რაფა ბენიტესმა "მადრიდის რეალის" ვებ გვერდს პირველი ინტერვიუ მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თქვენი ოფიციალური წარდგინებიდან გარკვეული პერიოდი გავიდა, როგორ გრძნობთ თავს სახლში დაბრუნების შემდეგ "მადრიდის რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელის რანგში?

ძნელია ეს გრძნობა რამოდენიმე სიტყვით გადმოვცე, მაგრამ მახსოვს, თუ რა ვილაპარაკე პრეზენტაციისას, რომ ეს იყო სახლში დაბრუნება, ოცნებების ახდენა. ეს ყველაფერი ერთადაა. ბერნაბეუზე პრეზენტაციისას მახსენდებოდა ყველა ის ფრაგმენტი ჩემი სამწვრთნელო ვარჯიშებიდან, რომელიც ამ კლუბს უკავშირდებოდა, მახსოვს საათები გატარებული სავარჯიშო დარბაზში. ეს ყველაფერი ერთბაშად იყო თავმოყრილი ჩემში და ვხვდებოდი, თუ რა დიდებულ და განვითარებულ კლუბში მოვედი.

რას იტყვით ვალდებაბასზე?

ჩემი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, საბედნიეროდ ბევრი სამწვრთნელო ბაზა მინახავს. "ვალდებაბასზე" მდებარე ბაზა კი განსაკუთრებულია. მოედნის საფარის ხარისხი, გასახდელი ოთახი, სავარჯიშო დარბაზი, ოფისი, დასასვენებელი ოთახები პირველი კლუბისთვის, დასასვენებელი ოთახები ასაკობრივი ნაკრებებისთვის, ბევრი მცირე დეტალია მაქსიმალურ დონემდე აყვანილი. ვაპირებ, რომ ვალდებაბასზე ვიცხოვრო ყოველდღიურად.

"ლივერპულიდან" მოყოლებული გვსმენია, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ გაქვთ და რაც გაქვთ, იმასაც სამსახურს უთმობთ. ამჟამად როგორაა ამ მხრივ საქმე?

რამოდენიმე დღის წინ მე ველაპარაკე ინგლისში ჩემს მეგობარ მთავარ მწვრთნელს, მან მითხრა რომ : "დღეს მამის დღეა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ". ეს სწორედ ასეა. სახლიდან რამოდენიმე წლიანი მოშორების შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად, რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ვიყო, მაგრამ ეხლა მაქსიმალურად მინდა, რომ არსებული დრო ახალი კლუბის მომავლის დაგეგმვას და საქმეების დალაგებას მოვახმარო. ამ ხნის მანძილზე შევხვდი და მოვუსმინე სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, შევაჯერეთ ჩვენი იდეები და დავიწყეთ გადაწყვეტილებების მიღება. მომავლის გაანალიზების შემდეგ, ავსტრალიაში და აზიაში ტურები გვექნება დასაგეგმი, უნდა ვიცოდეთ ის ფეხბურთელები, ვინც ჩვენთან ერთად წამოვლენ და ა.შ. არის ბევრი საკითხი, რომელიც ეხლავე მოითხოვს ჩვენს ყურადღებას და სწორედ ამით ვართ დაკავებული მოცემულ ეტაპზე. საბედნიეროდ, ის პროფესიონალები, რომლებიც აქ დაგვხვდნენ და ისინი, რომლებიც ახალ მწვრთნელთან ერთად მოვიდნენ, დიდი მონდომებით შეუდგნენ თავიანთი საქმის კეთებას.

როგორ უყურებთ თქვენს პირველ წინასასეზონო ტურებს "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში?

დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით ველოდები იმ კლუბის წარმოჩინებას, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. ვიცით, თუ რას ნიშნავს "მადრიდის რეალი" მილიონობით გულშემატკივრისთვის სხვადასხვა კონტინენტზე. პროფესიონალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპი მაქსიმალურად ნაყოფიერად იქნას გამოყენებული. "მადრიდის რეალის" სახელი ზოგჯერ იწვევს სხვადასხვა სცენარის მიყოლასაც, რაც დამახასიათებელია ელიტაში მყოფი კლუბებისთვის. სხვა კლუბებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მხოლოდ სპორტულ ასპექტებს. ჩვენთვის სამწვრთნელო კონდიციებს და შესაბამის პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვეცდებით მაქსიმალურად შევამციროთ სამოგზაურო დრო, ასევე აუცილებელია ამ დროის გამოყენება სპონსორებთან შეხვედრებისთვის და ა.შ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვყვას დიდი პროფესიონალები, რომლებიც ამას ყველაფერს საუკეთესოდ მოაბამენ თავს. ვეცდებით, რომ ერთმანეთის გასაცნობად უფრო მეტი დრო გვქონდეს, რაც დაგვეხმარება შეკავშირებაში.

გარდა სხვა საფეხბურთო ასპექტებისა, გაქვთ უკვე წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ითამაშოს "მადრიდის რეალმა"? რა იქნება სათამაშო მოდელი, რომელსაც მომდევნო სეზონებში ვიხილავთ?

როგორც პრეზენტაციის დღეს ვთქვი, ფეხბურთელებზე დიდადაა დამოკიდებული სათამაშო სტილი. ძალიან შემტევი ფეხბურთელები გვყავს, შესაბამისად ჩვენი სათამაშო იდეა იქნება შეტევითი. უნდა მოვახდინოთ თამაშისა და სისტემის მოდელებს შორის გამყოფი ხაზის გავლება. ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთელების პოზიცია მოედანზე ან 1-4-4-2/1-4-3-3 სწორედ ესაა თამაშის მოდელი, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი მოდელი დაეყრდნობა შეტევითი ფეხბურთის კონცეფციას, აუცილებლად უნდა დავიჭიროთ ბურთი, როცა ამის საშუალება გვქნება, ბურთის სწრაფი ამოტანით შევუტიოთ, ვეცადოთ არ დავკარგოთ ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის, აგრესიული უნდა ვიყოთ და თუ საქმემ მოითხოვა, გადავეწყოთ მომენტალურად სხვა სისტემაზე. ჩვენ ვეცდებით ყველას თავს მოვახვიოთ ჩვენი თამაში, მაგრამ უნდა გვქონდეს იმის უნარიც, რომ სიტუაციიდან გამომდინარე სწრაფი ადაპტირება მოვახდინოთ. სწორედ ესაა მთავარი განსხვავება სათამაშო მოდელსა, რომელიც იქნება შეტევითი ნებისმიერ შემთხბებაში და სათამაშო სისტემას შორის, რაც უკვე ფეხბურთელების მოედანზე პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

გულშემატკივრებს აინტერესებთ, იქნება თუ არა ცვლილებები ამჟამინდელ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებში?

როგორც ადრე აღვნიშნე, ჩვენი დანიშვნის დღიდან მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი თვალს ვადევნებთ ფეხბურთელებს და ვესაუბრებით მათ. ამჟამად შემიძლია გითხრათ, რომ რაც ვნახეთ მათი თამაშები რამოსისი, იკერის, რონალდუს, ბეილის, პეპეს, ვარანესი... ყველანი ბრწყინვალე ფორმაში არიან. პირველი რაც გავაკეთე , არის ის, რომ მოვისმინე, თუ რა არ მოსწონდათ წინა სეზონში და რას თვლიდნენ სწორ გადაწყვეტილებად, მოვისმინე მათი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს და რა მიაჩნდათ ამ ყველაფრის გაუმჯობესების გზად. ყველა ამ ინფორმაციის თავმოყრის შემდეგ, ერთად გადავწყვეტთ, თუ რა იქნება, როგორც კლუბისთვის, ასევე თითოეული მათგანისთვის კარგი. ჩვენ ვივარჯიშებთ, დავაკვირდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. იკერი, რამოსი, კრიშტიანო, ისკო, ბეილი ამათთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ამა თუ იმ პოზიციაზე ითამაშონ, არ არსებობს, ვინაიდან ჯერ კიდევ გადასაწყვეტი გვაქვს ყველაზე მისაღები სისტემა, რომელიც თითოეული ფეხბურთელის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. ისინი მოედანზე თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ იმისთვის, რომ გუნდს დაეხმარნონ.

ზაფხულში იქნება ახალი სახეები?

რა თქმა უნდა. მაგალითად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანილო და კაზემირო მოვიდნენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვუყაროთ თავი ისეთ ფეხბურთელებს, რომელიც არსებულ ძალას კიდევ უფრო გაზრდის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამჟამინდელი "მადრიდის რეალის" შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება, ყველაზე ძნელია. ამ გუნდმა მოიგო ყველაფერი და აჩვენა, თუ რა შეუძლია.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ იშუშებენ ტრავმებს, ეს არ გაღელვებთ?

ჩემი დაინტერესებაა, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაგვიბრუნდნენ. ყველა მწვრთნელს აწუხებს ტრავმები. პირველივე წუთებიდან ვიცოდი ერთი რამ: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ფეხბურთელები თავიანთ საუკეთესო ფორმაში, რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იყვნენ. ამისთვის კი აუცილებელია მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, ფიზმომზადების მწვრთნელებსა და მთავარ მწვრთნელს შორის. ფიზმომზადების მწვრთნელები იმუშავებენ, როგორც ერთნი და კომუნიკაცია სამედიცინო შტაბთან იქნება ყოველდღიური, ისინი მუდმივად გაცვლიან ყველანაირ ინფორმაციას და ცოდნას, რაც აქვთ იმისთვის, რომ ფეხბურთელი ჯანსაღად იყოს. ცვლილებები შეიძლება გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს ზოგიერთისთვის, მაგრამ ეს საჭიროა და ეს სჭირდება კლუბს. ფეხბურთელები იშვიათად უნდა იღებდნენ ტრავმებს და სწორედ ამისკენ იქნება მიმართული ახალი სტრუქტურა და ახალი მიზნები.

წყარო: RealMadrid.com

  • shvela
  • 22 ივნისი 2015
  • 8 777
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)