რამოსის მომავალი პერესის ხელშია
ფლორენტინო პერესმა სერხიო რამოსის კონტრაქტს გადახედა.
ანდალუსიელმა ცენტრალურმა მცველმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თავი შეიკავა, რის შემდეგაც მას გუნდის პრეზიდენტი გაუკავშირდა და მოლაპარაკებები დაიწყო. სერხიო რამოსმა დონ პერეს ყოველწლიურად ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო მოსთხოვა. ამის შემდეგ თითქოს სერხიოს სამეფო კლუბის ხელმძღვანელობასთან ვითარება დაეძაბა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პერესი მზად არის გადახედოს რამოსის კონტრაქტს და პრობლემის გადაჭრაზე დაიწყოს ფიქრი. ფლორენტინოს განცხადებით მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდიდან გასაშვებ მოთამაშეთა სიაში წერია და მის შესანარჩუნებლად "ბანკოსის" დირექტორატი ყველაფერს იღონებს.
Bernabeudigital.com
- 21 ივნისი 2015
- 4 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.