მძიმე სამუშაოებისთვის მზადება იწყება
ბენიტესი ჩინეთის და ავსტრალიის ტურებისთვის ემზადება.
რაფა ბენიტესი პრესეზონის ტურებისთვის მზადებას იწყებს. იგი ჩინეთში და ავსტრალიაში გამგზავრებამდე ორ ვარჯიშს ჩაატარებს, სადაც გადაწყდება თუ რომელი ფეხბურთელის ნდობა შეიძლება და რომლის არა. მისი ეს სქემა ანჩელოტისგან გასხვავდება. მან წინასასეზონო სამზადისამდე ფეხბურთელები პირდაპირ წაიყვანა შეერთებულ შტატებში.
ბენიტესი მადრიდში 1 ივლისს დაბრუნდება და გეგმების დალაგებას დაიწყებს. 10 ივლისს კი ფეხბურთელებს დაიბარებს საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ისინი პირველ მითითებებს მიიებენ ახალი დამრიგებლისგან. 12 აპრილს კი გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება.
"თეთრების" სათამაშო განრიგი ასე გამოიყურება: 18 ივლისი ("რომა", მელბორნი), 24 ივლისი (მანჩესტერ "სიტი" მელბორნი), 27 ივლისი ("ინტერი", გუანგზუ) და 30ივლისი ("მილანი", შანხაი).
ტურების დასრულების შემდეგ ბენიტესი თავის შეგირდებს რამდენიმე დღით დასვენების უფლებას მისცემს. ამის შემდეგ იქნება აუდის თასის გათამაშება, ხოლო შემდეგ, 15 აგვისტოს დაიწყება პრიმერა დივიზიონი.
Marca.com
- 20 ივნისი 2015
- 4 875
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.