ბენიტესი აქტიურობს
მადრიდელები მელბორნში.
სამეფო კლუბი ორი კვირით მერბორნში ჩაატარებს ვარჯიშებს. იქ სადაც ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიამრთება. "თეთრები" სასტუმროში დაიდებენ ბინას, სადაც განთავსებული არის პორტული ბაზები და სატრენაჟორო დარბაზები.
მადრიდის "რეალს" ექნება ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ფეხბურთელები ბოლომდე გაისარჯონ და სეზონს საუკეთესო კონდიციებში, ახალი ძალებით შეხვდნენ. სასტუმროს ნომრის ღირებულება 350 ევროდან 800 ევრომდე ღირს. ოთახებიდან გაშლილია ბრწყინვალე ხედი. ასევე სასტუმროში არის 25 მეტრიანი საცაურაო აუზი, რომლით სარგებლობაც დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდისტები ძალიან ახლოს იქნებიან იმ სტადიონთან, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ (18 ივლისს "რომასთან" და 24 ივლისს მანჩესტერ "სიტისთან"). ავსტრალიის ამ მოედანზე 100'000 გულშემატკივარი მოიყრის თავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სტადიონზე ქვეყნის წამყვანი ჩემპიონატები ტარდება. ასევე იმართება სხვა სპორტის მატჩებიც. ერთი სიტყვით 1902 წლიდან აღნიშნულ მინდორზე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარებულა.
Marca.com
- 20 ივნისი 2015
- 4 021
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.