რამოსს ოტამენდი ან ბონუჩი შეცვლის
მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსის შემცვლელს ეძებს.
სამეფო კლუბს და რამოსს ურთიერთობა დაეძაბათ. უთანხმოების შედეგად გაჩნდა ბევრი კითხვის ნიშანი. სავსებით შესაძლებელია ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ზაფხულში გუნდი დატოვოს. მან უკვე უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ამის შედეგად პერესმა დაიწყო მადრიდელთა "4"-იანის შემცვლელის ძიება.
გაურკვეველია უთანხმოების მიზეზები ამ ორ მხარეს შორის, თუმცა ფაქტია, რომ პრესაში ამაზე ძალიან ხშირად წერენ. ფლორენტინო რამოსის ჩანაცვლებას ბონუჩის ან ოტამენდის სახით ეცდება.
"ვალენსიამ" თავისი მცველი, ოტამენდი 50 მილიონად შეაფასა, ხოლო იტალიელების აზრით ბონუჩი 30 მილიონი ღირს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს დონ პერესი, თუმცა იგი ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად შეიძენს.
შესაძლოა სერხიო რამოსი გამოყენებულ იქნეს დავიდ დე ხეას გადმოსაბირებლად. "რეალი" რამოსს დათმობს და მანჩესტერ "იუნაიტედისგან" დე ხეასთან ერთად დამატებით 12 მილიონ ევროს მოითხოვს.
Bernabeudigital.com
- 20 ივნისი 2015
- 5 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.